როგორ ჩაიარა სააკაშვილის შესახლებამ გორის ჰოსპიტალში: პირადი ექიმის და ადვოკატის შეფასება

© courtesy of Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2021
გამოწერა
პირადი ექიმის და ადვოკატის თქმით, დღეს სააკაშვილის მკურნალობის გეგმაზე ორი კონსილიუმის წევრები იმსჯელებენ
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ადვოკატი ნიკა გვარამია კმაყოფილები არიან იმით, თუ რა პირობებში მოხდა პარასკევს საღამოს მიხეილ სააკაშვილის შესახლება გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
ექს-პრეზიდენტი შიმშილობის 50-ე დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ გადაიყვანეს.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარასკევს მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესთავაზა. უფრო ადრე ექს–პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ მას ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანდნენ.
ყიფშიძის თქმით, ის სააკაშვილის მდგომარეობა შესახლებისას იყო რთული, ხოლო მისი მკურნალობის სქემაზე დღეს ადგილობრივ ექიმებთან ერთად პრემიერის მიერ დანიშნული კონსილიუმი იმსჯელებს.

„ტრანსპორტირება ჩატარდა ნორმალურად, კარგად, ჩაუტარდა რამდენიმე ტესტი იქვე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. მდგომარეობა მძიმეა, რთულია... აიყვანეს ინტენსიური თერაპიის პალატაში, მას პირველადი რეანიმაციული დახმარება გაეწია. აქ მომუშავე ბევრ ექიმს ვიცნობ, საკმაოდ გამოცდილი და კარგი ექიმები არიან“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, სააკაშვილის გადაყვანის პროცედურით ისიც კმაყოფილი დარჩა.
„კმაყოფილი ვართ გადმოყვანის და დაბინავების პროცედურით“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, დღეს გაირკვევა ექს-პრეზიდენტთან ვიზიტორების შესვლის განრიგი. ადვოკატის თქმით, შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები „ იქიდან გამომდინარე, რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი“. მასთან თავისუფლად შევლენ ადვოკატები, სახალხო დამცველი. გვარამიას თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაზე მონიტორინგს გაუწევს ასევე მესამე კონსილიუმი მარიამ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა: ექს-პრეზიდენტი შიმშილობას წყვეტს
გორის ჰოსპიტალი პარასკევს ჯანდაცვის მინისტრმა პირადად მოინახულა და აღნიშნა, რომ ის სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ის თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო ბრალდებებს – გაყალბებულს. ექს–პრეზიდენტის ადვოკატები და პირადი ექიმი დიდი ხანია მოითხოვდნენ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.
ყველა ახალი ამბავი
0