კონსილიუმის წევრები სააკაშვილისთვის კვების აღდგენის სქემას შეიმუშავებენ

© Facebook / Military Hospitalგორის ჰოსპიტალი
გორის ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2021
გამოწერა
როგორც მედიკოსები აცხადებენ, მხოლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ გადაწყდება, როგორ წარიმართება კვების აღდგენის პერიოდი და რა სახის კვება დაენიშნება პაციენტს.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. დღეს გორის ჰოსპიტალში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრები, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
ექს-პრეზიდენტი შიმშილობის 50-ე დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოდან გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2021
როგორ ჩაიარა სააკაშვილის შესახლებამ გორის ჰოსპიტალში: პირადი ექიმის და ადვოკატის შეფასება
როგორც ექიმმა ალექსანდრე ცისკარიძემ განაცხადა, პაციენტისთვის შიმშილობის დასრულების შემდეგ ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი იწყება. მისივე თქმით, კვების აღდგენის პერიოდი თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლის მიხედვით მკაცრად უნდა გაიწეროს.
„ვფიქრობ, ჩვენს კოლეგებთან ერთად მოვახერხებთ ჩამოვაყალიბოთ პაციენტისთვის საუკეთესო სქემა. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგთა ჯგუფის ადგილზე მუდმივად ყოფნა გარკვეულწილად იმის საშუალებას მოგვცემს დარწმუნებული ვიყოთ, რომ მკურნალობა ადეკვატური და თანამედროვე იქნება“, - განაცხადა ცისკარიძემ.
მისი განცხადებით, გორის ჰოსპიტლის სამედიცინო შემადგენლობა საკმაოდ მაღალკვალიფიციურია და ექიმების რაც უფრო ფართო ჩართულობა იქნება, „მით უფრო ნაკლები იქნება უყურადღებობის ან შეცდომის შანსი და პაციენტის გამოსავალიც მნიშვნელოვნად უკეთესი იქნება“.
ამასთან, როგორც ექიმმა ელენე გიორგაძემ განაცხადა, გორის ჰოსპიტალში კონსილიუმის წევრები შეხვდებიან ადგილობრივ ექიმებს და ერთად შეაფასებენ პაციენტის მდგომარეობას, რათა იმის მიხედვით დაიწყოს კვება.
„შევხვდებით იქაურ ექიმებს, გავუზიარებთ გამოცდილებას, შევაფასებთ პაციენტის მდგომარეობას და იმის მიხედვით დავიწყებთ კვებას. წინასწარ პროგნოზის გაკეთება, რას დავუნიშნავ დღეს ან ხვალ, არ შემიძლია, ვიდრე არ ვნახავ მის კლინიკურ კვლევებს“, – განაცხადა გიორგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარასკევს მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესთავაზა. უფრო ადრე ექს–პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ მას ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანდნენ.
გორის სამხედრო ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2021
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოათავსეს
გორის ჰოსპიტალი პარასკევს ჯანდაცვის მინისტრმა პირადად მოინახულა და აღნიშნა, რომ ის სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ის თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო ბრალდებებს – გაყალბებულს. ექს–პრეზიდენტის ადვოკატები და პირადი ექიმი დიდი ხანია მოითხოვდნენ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.
ყველა ახალი ამბავი
0