საქართველოში სოციალურად დაუცველ პირებს დასაქმებაში დაეხმარებიან

© Facebook / State Agency for Employment Promotionთამარ ბარკალაია და ლევან გოგოძე
თამარ ბარკალაია და ლევან გოგოძე
 - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
მემორანდუმი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლას და მათ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში ჩართვას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტო რეგიონებში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების მიზნით ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას იწყებენ, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრების გამართვას, მათ ჩართვას შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში და ასევე შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებლების ინფორმირებულობას და ამასთან კიდევ უფრო გააუმჯობესებს დასაქმების ხელშეწყობის სერვისის მიწოდების ხარისხს.
სტუდენტები აუდიტორიაშუ - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს
კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან გაიმართება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
„სააგენტოებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოხდება სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და, შესაბამისად, დასაქმების სააგენტოს მხრიდან დასაქმებაში მხარდაჭერა“, – განაცხადა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბარკალაიამ.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბარკალაიამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ მოაწერეს.
ყველა ახალი ამბავი
0