Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„ტოცილიზუმაბის“ 2.000 და „რონაპრივის“ 500 დოზა საქართველოშია

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშიკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
ე.წ. მონოკლონური ანტისხეულების 3 ათასზე მეტი დოზა საქართველომ პირველად დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან ნოემბრის დასაწყისში მიიღო.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ჰოსპიტალიზებული კოვიდ-პაციენტების სამკურნალოდ ანტივირუსული მედიკამენტების, ე.წ. მონოკლონური ანტისხეულების დამატებითი დოზები ჩამოვიდა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინდური ფარმაცევტული კომპანია Hetero Biopharma Limited-ის მიერ წარმოებული 2 ათასი დოზა „ტოცილიზუმაბი“ და Roche-ს მონოკლონური ანტისხეულები – 500 დოზა „რონაპრივი“ (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.
უწყების ცნობით, აღნიშნული მედიკამენტების შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინასების ფარგლებში განხორციელდა.
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
გერმანიამ საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები გადასცა
აღნიშნული პრეპარატები აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.
მანამდე ორი ანტივირუსული მედიკამენტი „კასირივიმაბი“ და „იმდევიმაბი“ საქართველოს გერმანიის მთავრობამ გადმოსცა.
მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება მოხდება იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც სხვა პაციენტებთან შედარებით დამძიმების უფრო მაღალი რისკი აქვთ. ესაა 65 წელს ზემოთ პირები, თანმხლები დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ჭარბი წონის მქონე ადამიანები.
ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები იმუნური სისტემის ერთ-ერთი საშუალებაა – ორგანიზმში უცხო ნივთიერებებს ანტისხეულების გამოყენებით შეუტიოს.
მონოკლონურ ანტისხეულებს სხვადასხვა დაავადების დროს იყენებენ. ეს ანტისხეულები აბსოლუტური სიზუსტით იღებენ სამიზნეს და ანადგურებენ მას. კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები უკვე შექმნილია და მისი მიზანია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის ნეიტრალიზება. ამ ანტისხეულების გამოცდა აშშ-სა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. საქართველო კლინიკური ცდების მონაწილე ქვეყნების სიაში ამერიკელი მეცნიერის, იმუნოლოგისა და ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით მოხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0