https://sputnik-georgia.com/20211101/germaniam-saqartvelos-monoklonuri-antisxeulebi-gadasca-261692634.html
გერმანიამ საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები გადასცა
გერმანიამ საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები გადასცა
Sputnik საქართველო
აღნიშნულ მედიკამენტებს ამ დროისათვის მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ქვეყანა იყენებს. 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T16:40+0400
2021-11-01T16:40+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251231630_0:539:2683:2048_1920x0_80_0_0_4e3ef2cf8230275a733da708eb9317de.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის მთავრობამ საქართველოს ანტივირუსული მედიკამენტები, ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები გადასცა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.მონოკლონური ანტისხეულები იმუნური სისტემის ერთ-ერთი საშუალებაა – ორგანიზმში შეუტიოს უცხო ნივთიერებებს ანტისხეულების გამოყენებით. მას მომავლის თერაპიას უწოდებენ. საქართველოს აქვს მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების გამოცდილება, რადგან ქვეყანა პრეპარატის კლინიკურ გამოცდაში იყო ჩართული.უწყების ცნობით, დონაცია 3 ათას დოზაზე მეტი „კასირივიმაბისა" და "იმდევიმაბისგან" შედგება. მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება ჰოსპიტალიზებული კოვიდ-პაციენტების სამკურნალოდ მოხდება.მონოკლონური ანტისხეულების საქართველოსთვის გადმოცემა საქართველოში გერმანიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. „ეს არის გერმანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგი. აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტებისთვის, სადაც დაავადება რთულ ფორმებში მიმდინარეობს“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა.მედიკამენტები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განთავსდა.მონოკლონურ ანტისხეულებს სხვადასხვა დაავადების დროს იყენებენ. ეს ანტისხეულები აბსოლუტური სიზუსტით იღებენ სამიზნეს და ანადგურებენ მას. კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები უკვე შექმნილია და მისი მიზანია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის ნეიტრალიზება. ამ ანტისხეულების გამოცდა აშშ-სა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. საქართველო კლინიკური ცდების მონაწილე ქვეყნების სიაში ამერიკელი მეცნიერის, იმუნოლოგისა და ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით მოხვდა.
https://sputnik-georgia.com/20210831/saqartveloshi-monoklonuri-antisxeulebit-mkurnaloba-daiwyeba-259176824.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251231630_187:418:2360:2048_1920x0_80_0_0_fa1889660f37ac68f20a89c0387e7fef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
გერმანიამ საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები გადასცა
16:40 01.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) აღნიშნულ მედიკამენტებს ამ დროისათვის მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ქვეყანა იყენებს.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის მთავრობამ საქართველოს ანტივირუსული მედიკამენტები, ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები გადასცა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
მონოკლონური ანტისხეულები იმუნური სისტემის ერთ-ერთი საშუალებაა – ორგანიზმში შეუტიოს უცხო ნივთიერებებს ანტისხეულების გამოყენებით. მას მომავლის თერაპიას უწოდებენ. საქართველოს აქვს მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების გამოცდილება, რადგან ქვეყანა პრეპარატის კლინიკურ გამოცდაში იყო ჩართული.
უწყების ცნობით, დონაცია 3 ათას დოზაზე მეტი „კასირივიმაბისა" და "იმდევიმაბისგან" შედგება. მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება ჰოსპიტალიზებული კოვიდ-პაციენტების სამკურნალოდ მოხდება.
„საქართველოში უკვე მზად არის პროტოკოლი, რის მიხედვითაც ჩვენი პაციენტები მიიღებენ მონოკლონურ ანტისხეულებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მონოკლონური ანტისხეულების საქართველოსთვის გადმოცემა საქართველოში გერმანიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.
„ეს არის გერმანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგი. აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტებისთვის, სადაც დაავადება რთულ ფორმებში მიმდინარეობს“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა.
მედიკამენტები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განთავსდა.
მონოკლონურ ანტისხეულებს სხვადასხვა დაავადების დროს იყენებენ. ეს ანტისხეულები აბსოლუტური სიზუსტით იღებენ სამიზნეს და ანადგურებენ მას. კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები უკვე შექმნილია და მისი მიზანია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის ნეიტრალიზება. ამ ანტისხეულების გამოცდა აშშ-სა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. საქართველო კლინიკური ცდების მონაწილე ქვეყნების სიაში ამერიკელი მეცნიერის, იმუნოლოგისა და ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით მოხვდა.