ქუთაისის აეროპორტი კვების ობიექტების განთავსების მიზნით ქართულ ბრენდებს იწვევს

© courtesy of UN Studioქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქართული კომპანიებისთვის ახალ პროექტს იწყებს.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული კვების ობიექტების განთავსების მიზნით კომპანიებს იწვევს.
როგორც აეროპორტების განცხადებაშია ნათქვამი, აეროპორტების გაერთიანების მიზანია მგზავრებს შესთავაზოს მრავალფეროვანი ქართული პროდუქტები და ასევე პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ კომპანიებს.
გაერთიანების განმარტებით, ასეთი მიდგომა არა მარტო გაამრავალფეროვნებს და გაამდიდრებს აეროპორტის შეთავაზებას, არამედ საშუალებას მისცემს ქართულ კომპანიებს – საკუთარი ბრენდის ცნობადობა გაზარდოს.
„ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ პროექტზე – ქუთაისის აეროპორტში წარმოვაჩინოთ ქართული სამზარეულო. ეს ნიშა შევსებული არაა და ჩვენ დაინტერესებულ ქართულ კომპანიებს თანამშრომლობისთვის ვიწვევთ“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის აეროპორტის ტერიტორიაზევე საინტერესო იქნება ქართული სამზარეულოს გაცნობა და დაგემოვნება.
ამ ეტაპზე სპეციალურად ქართული ბრენდებისთვის აეროპორტის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, როგორც საპასპორტო კონტროლამდე - ულამაზეს ტერასასთან, ასევე საპასპორტო კონტროლის შემდეგ გამოყოფილია ფართები კვების ობიექტებისთვის.
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 48%-ით, რეისების რაოდენობა კი 65%-ით აღდგა
აღნიშნული კვების ობიექტების მომხმარებლები იქნებიან არა მარტო მგზავრები, არამედ აეროპორტის თანამშრომლები და მგზავრთა დამხვედრ–გამცილებელი პირები, აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
დაინტერესებული კომპანია უნდა წარმოადგენდეს ქართულ ბრენდს და ასევე უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით საქმიანობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გაერთიანებას უნდა მიმართონ ელ.ფოსტაზე: business@airports.ge.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. ის სიდიდით საქართველოში მეორე აეროპორტია, მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით, 14 კმ-ში, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ახორციელებენ.
ყველა ახალი ამბავი
0