ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 48%-ით, რეისების რაოდენობა კი 65%-ით აღდგა

© courtesy of UN Studioქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში პანდემიის პირობებშიც კი საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეინიშნება, აღნიშნეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი ოქტომბრის თვეში, 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით, 48%-ით, რეისების რაოდენობა კი 65%-ით აღდგა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
2021 წლის ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42.777 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის ამავე დროს კი - 89.647 მგზავრს.
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ უფრო დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხით.
WizzAir-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
„ვიზეარმა“ ბერლინისა და ვენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები აღადგინა
ოქტომბრის თვეში აეროპორტში რეისების 65% აღდგა და მოემსახურა 195 რეისს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 298 რეისი იყო შესრულებული.
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამი ავიაკომპანია 11 ქვეყნის 22 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ყაზახეთის 4 და ევროპის 18 მიმართულებით.
ოქტომბერში ქუთაისის აეროპორტიდან 166 პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა.
კომპანია WizzAir - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
საქართველოსა და ესპანეთს შორის აიამიმოსვლა განახლდა
„31 ოქტომბრიდან ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა Wizz Air-მა ქუთაისიდან ბარსელონის, ვენისა და ბერლინის მიმართულებით აღადგინა პირდაპირი ფრენები. 15 დეკემბრიდან კი სრულიად ახალი, აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყება ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული რეისების შესრულება", – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 119 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 29 რეგულარული რეისი შესრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0