„ვიზეარმა“ ბერლინისა და ვენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები აღადგინა

© photo: Sputnik / StringerWizzAir-ის თვითმფრინავი
WizzAir-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ. ფრენა გუშინ, ღამით შესრულდა და ორივე რეისით 660-მა ადამიანმა ისარგებლა.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ (Wizz Air) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენისა და ბერლინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება განაახლა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ავსტრიაში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება, ევროპული და ამერიკული ვაქცინების გარდა, ჩინური ვაქცინით აცრილ საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ. მოქალაქეებს საზღვარზე მოუწევთ შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
1.
ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი),
2.
ექიმის მიერ გაცემული ცნობა ვირუსის გადატანის შესახებ, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon & Johnson, BIBP-CorV–Sinopharm, Sinovac).
გერმანიის ტერიტორიაზე დაიშვება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდ-ვაქცინის სრული კურსი (დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, johnson & johnson). ვაქცინაციის ბოლო დოზის ჩატარებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.
კომპანია WizzAir - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
საქართველოსა და ესპანეთს შორის აიამიმოსვლა განახლდა
ავსტრიის დედაქალაქის მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება, ხოლო გერმანიის დედაქალაქის მიმართულებით, პირველ ეტაპზე, ფრენები კვირაში ერთხელ განხორციელდება, აპრილიდან კი მეორე რეისიც დაემატება.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა WizzAir-მა ბარსელონის შემდეგ პირდაპირი ავიამიმოსვლა ბერლინისა და ვენის მიმართულებითაც აღადგინა. ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები 23 მიმართულებით სრულდება. 15 დეკემბრიდან სრულიად ახალი მიმართულება – აბუ-დაბი დაგვემატება“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0