ნაადრევი მშობიარობის რამდენიმე ნიშანი: ექიმი ასახელებს სიმპტომებს

CC BY-SA 2.0 / Ben Grey / Big Brotherუფროსი შვილი უმცროსთან შესახვედრად მის დაბადებამდე მოამზადეთ
უფროსი შვილი უმცროსთან შესახვედრად მის დაბადებამდე მოამზადეთ - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ორსულმა ქალებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ გარკვეულ სიმპტომებზე, რომლებიც, შესაძლოა, ნაადრევ მშობიარობაზე მეტყველებდეს, განაცხადა РИА Новости-სთან საუბრისას მოსკოვის ბავშვთა კლინიკის მთავარმა ექიმმა, ნეონატოლოგმა ვალერი გორევმა.
ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
15 უნიკალური ფაქტი ორსულობასა და ჩვილებზე
მისი თქმით, ნებისმიერი მწვავე და არასტანდარტული ვითარება, რომელიც ორსულს უჩნდება, ექიმთან გადაუდებელი ვიზიტის საბაბი უნდა იყოს.

„ყველამ ვიცით, რომ ფეხმძიმეები პერიოდულად განიცდიან დისკომფორტს, მაგრამ ნორმალურ სიტუაციაში მწვავე ტკივილები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩნდებოდეს“, — განმარტა ექიმმა.

სპეციალისტმა ნაადრევი მშობიარობის რამდენიმე სახიფათო და საყურადღებო ნიშანი დაასახელა.
მათ შორის:
მკვეთრი და დაჭიმვითი ტკივილები მუცლის ქვედა არეში;
ქრონიკული დაავადებების გამწვავება;
ნაყოფის უეცარი გადაჭარბებული აქტივობა ან პასიურობა;
გამონადენი;
არასტაბილური წნევა;
თავის ტკივილები;
თავბრუსხვევა.
მისი თქმით, ამ ჩამონათვალიდან ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში ორსულმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
ამასთან ნეონატოლოგმა განმარტა, რომ თუ ორსულს ნაადრევი მშობიარობა 32 კვირაზე ნაკლებ ვადაში დაეწყება, არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც ფეხმძიმობას 48 საათით გადაავადებს. ეს ქალსა და ნაყოფს ნორმალური მშობიარობისთვის მომზადების დროს აძლევს და ამასთან ამცირებს რისკებსაც — უპირველესად, ბავშვისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0