https://sputnik-georgia.com/20211119/meliam-gegmebi-gaajgera-262229239.html
მელია: ვიდრე სააკაშვილს არ გადაიყვანთ, არ დავიშლებით
მელია: ვიდრე სააკაშვილს არ გადაიყვანთ, არ დავიშლებით
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, ამ წუთებში ექს-პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე ხვდება, რომელიც მათ სააკაშვილის გადაწყვეტილებას აცნობებს. 19.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-19T17:18+0400
2021-11-19T17:18+0400
2021-11-19T21:56+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226736_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_829e47ee49b06efbde975d5b71045dcc.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან. ამ წუთებში მათ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს, აქციის მონაწილეებს შორის რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტებიც არიან.მელიას განმარტებით, ოპოზიციის გეგმები იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადების შემდეგ შეიცვალა, რომელმაც სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. „რა უნდა გავაკეთოთ ახლა? ჩვენ უნდა დაველოდოთ მიხეილ სააკაშვილის პასუხს, დარწმუნებული ვარ, რომ მისი პოზიცია იქნება სწორი. მან კარგად იცის რამდენად მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლე ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. ვიდრე მას გლდანის ციხიდან არ გადაიყვანენ, ჩვენ აქედან არ წავალთ“, – განაცხადა მელიამ.პოლიტიკოსის თქმით, ამ წუთებში ექს-პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე ხვდება, რომელიც მათ სააკაშვილის გადაწყვეტილებას აცნობებს.ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, სადაც რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. გუშინ ექს-პრეზიდენტმა ადვოკატებთან შეხვედრის ბოლოს გონება დაკარგა და იგი ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში საკაცით შეიყვანეს. მოგვიანებით განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 17 ნოემბერს გააკეთეს განცხადება სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრებმა. სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაც გაავრცელა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ, მაგრამ ხელისუფლება ამ მოწოდებას არ იზიარებს.
https://sputnik-georgia.com/20211119/-------262223864.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226736_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_ca7f63aa9ed7fb15ee83dbb38df2ae56.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მელია: ვიდრე სააკაშვილს არ გადაიყვანთ, არ დავიშლებით
17:18 19.11.2021 (განახლებულია: 21:56 19.11.2021) პოლიტიკოსის თქმით, ამ წუთებში ექს-პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე ხვდება, რომელიც მათ სააკაშვილის გადაწყვეტილებას აცნობებს.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართა, იუწყება
„Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
ამ წუთებში მათ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს, აქციის მონაწილეებს შორის რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტებიც არიან.
„მადლობა მოთმინებისა და თქვენი მშვიდობიანი პროტესტისთვის“, – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს და დასძინა, რომ სწორედ ხალხის პროტესტის შედეგია იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება.
მელიას განმარტებით, ოპოზიციის გეგმები იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადების შემდეგ შეიცვალა, რომელმაც სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
„რა უნდა გავაკეთოთ ახლა? ჩვენ უნდა დაველოდოთ მიხეილ სააკაშვილის პასუხს, დარწმუნებული ვარ, რომ მისი პოზიცია იქნება სწორი. მან კარგად იცის რამდენად მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლე ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. ვიდრე მას გლდანის ციხიდან არ გადაიყვანენ, ჩვენ აქედან არ წავალთ“, – განაცხადა მელიამ.
პოლიტიკოსის თქმით, ამ წუთებში ექს-პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე ხვდება, რომელიც მათ სააკაშვილის გადაწყვეტილებას აცნობებს.
ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, სადაც რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. გუშინ ექს-პრეზიდენტმა ადვოკატებთან შეხვედრის ბოლოს გონება დაკარგა და იგი ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში საკაცით შეიყვანეს. მოგვიანებით განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 17 ნოემბერს გააკეთეს განცხადება სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრებმა. სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაც გაავრცელა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ, მაგრამ ხელისუფლება ამ მოწოდებას არ იზიარებს.