https://sputnik-georgia.com/20211119/elene-xoshtariam-shimshiloba-shewyvita-262230324.html
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
Sputnik საქართველო
შიმშილობის პერიოდში ხოშტარიას მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 19.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-19T17:53+0400
2021-11-19T17:53+0400
2021-11-19T22:41+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/15/249512392_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_672c060ce86edf9df593761ada303621.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.პოლიტიკოსმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 3 ნოემბერს დაიწყო.დღეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაგრძელება შესთავაზა. ბრეგაძის თქმით, მკურნალობის დასრულების შემდეგ მსჯავრდებული სააკაშვილი გორიდან კვლავ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება.მისი თქმით, იგი ელოდება ექიმს, რომელიც მას პოსტშიმშილობის პერიოდში რეაბილიტაციის პროცესში დაეხმარება. „მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები და ფრთხილები, როდესაც არის ძალიან დიდი საზოგადოებრივი მღელვარება და როდესაც ადამიანის სიცოცხლე სასწორზეა“, – განაცხადა ხოშტარიამ.შიმშილობის მთელი ამ დროის მანძილზე ხოშტარიას მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. დღეს ხოშტარია იმდენად დასუსტებული იყო, რომ მას გადასაადგილებლად ეტლი დასჭირდა.ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, სადაც რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. გუშინ ექს-პრეზიდენტმა ადვოკატებთან შეხვედრის ბოლოს გონება დაკარგა და იგი ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს. მოგვიანებით განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა.
https://sputnik-georgia.com/20211119/meliam-gegmebi-gaajgera-262229239.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/15/249512392_300:0:3029:2047_1920x0_80_0_0_b2230021b0eb7ae7abc29dc21986d6b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
17:53 19.11.2021 (განახლებულია: 22:41 19.11.2021) შიმშილობის პერიოდში ხოშტარიას მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.
პოლიტიკოსმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 3 ნოემბერს დაიწყო.
დღეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაგრძელება შესთავაზა. ბრეგაძის თქმით, მკურნალობის დასრულების შემდეგ მსჯავრდებული სააკაშვილი გორიდან კვლავ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება.
„ამ უკიდურესი კრიზისის ფონზე სააკაშვილის გორში გადაყვანა არის გამოსავალი და ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი“, – განაცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, იგი ელოდება ექიმს, რომელიც მას პოსტშიმშილობის პერიოდში რეაბილიტაციის პროცესში დაეხმარება.
„მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები და ფრთხილები, როდესაც არის ძალიან დიდი საზოგადოებრივი მღელვარება და როდესაც ადამიანის სიცოცხლე სასწორზეა“, – განაცხადა ხოშტარიამ.
შიმშილობის მთელი ამ დროის მანძილზე ხოშტარიას მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. დღეს ხოშტარია იმდენად დასუსტებული იყო, რომ მას გადასაადგილებლად ეტლი დასჭირდა.
ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, სადაც რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. გუშინ ექს-პრეზიდენტმა ადვოკატებთან შეხვედრის ბოლოს გონება დაკარგა და იგი ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს. მოგვიანებით განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა.