https://sputnik-georgia.com/20211118/vitamin-b12-is-deficiti-enaze-cans-262192054.html
ვიტამინ B12-ის საშიში დეფიციტი ენაზე ჩანს: ექიმები ასახელებენ ნიშნებს
ვიტამინ B12-ის საშიში დეფიციტი ენაზე ჩანს: ექიმები ასახელებენ ნიშნებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ვიტამინი B12 საკვანძო როლს ასრულებს ადამიანის ნერვულ სისტემაში, ამიტომ თუ მის დეფიციტს არ უმკურნალებთ, ამან შეიძლება შეუქცევადი... 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T17:25+0400
2021-11-18T17:25+0400
2021-11-18T21:23+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24566/03/245660311_0:3:1920:1083_1920x0_80_0_0_18902f6ea0370b6645a78e92414e6ec6.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ვიტამინი B12 საკვანძო როლს ასრულებს ადამიანის ნერვულ სისტემაში, ამიტომ თუ მის დეფიციტს არ უმკურნალებთ, ამან შეიძლება შეუქცევადი ნევროლოგიური დაზიანებები გამოიწვიოს, წერს გამოცემა Daily Express-ი.შესაბამისად, აუცილებელია, რომ ადამიანმა ექიმის მეშვეობით აკონტროლოს ამ ვიტამინის დონე სისხლში. თუმცა, სპეციალისტების თქმით, არსებობს ნიშანი ენაზე, რომელიც B12-ის ნაკლებობაზე პირდაპირ მეტყველებს.ბრიტანელი ექიმების თქმით, თუ ენის გვერდები უსწორმასწორო, ანუ დაკბილული ხდება და შეინიშნება ჩაღრმავებები — ეს პირდაპირ მეტყველებს ვიტამინების დეფიციტსა თუ ჰორმონალურ დისბალანსზე.ამასთან ენაზე ცვლილებები, გარდა B12-ის დაბალი დონისა, ასევე შეიძლება მეტყველებდეს სხვა მინერალური ნივთიერებების დეფიციტზეც. მაგალითად, თუ ენა სივდება, წითლდება და მტკივნეული ხდება, ე.ი. საქმე გვაქვს აღნიშნული ვიტამინის, ასევე რკინის დეფიციტთან.მედიკოსების თქმით, B12-ის ნაკლებობის სხვა ადრეული ნიშნებია:B12-ის ნაკლებობა ძირითადად აღენიშნებათ მათ, ვის რაციონშიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტები არ შედის. ანუ ვეგანები და ვეგეტერიანელები განსაკუთრებთ მოწყვლადები არიან ამგვარი დეფიციტის მიმართ.
https://sputnik-georgia.com/20210705/piris-Rrus-kibos-sami-wnaswari-niSanienaze-252217334.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24566/03/245660311_200:0:1907:1280_1920x0_80_0_0_fff2dd3987a878c54241862b27b48171.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ვიტამინი B12 საკვანძო როლს ასრულებს ადამიანის ნერვულ სისტემაში, ამიტომ თუ მის დეფიციტს არ უმკურნალებთ, ამან შეიძლება შეუქცევადი ნევროლოგიური დაზიანებები გამოიწვიოს, წერს გამოცემა
Daily Express-ი. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ადამიანმა ექიმის მეშვეობით აკონტროლოს ამ ვიტამინის დონე სისხლში. თუმცა, სპეციალისტების თქმით, არსებობს ნიშანი ენაზე, რომელიც B12-ის ნაკლებობაზე პირდაპირ მეტყველებს.
„ენა ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი მარკერია და ხშირად იძლევა საშუალებას, დავადგინოთ, არის თუ არა სისხლში B12-ის დეფიციტი“, — წერს გამოცემა.
ბრიტანელი ექიმების თქმით, თუ ენის გვერდები უსწორმასწორო, ანუ დაკბილული ხდება და შეინიშნება ჩაღრმავებები — ეს პირდაპირ მეტყველებს ვიტამინების დეფიციტსა თუ ჰორმონალურ დისბალანსზე.
„დაკბილული ენა ჩნდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს არ იღებს, განსაკუთრებით, B12 რიბოფლავინს, და ამან შეიძლება ენის გადიდებაც გამოიწვიოს“, — განმარტავენ ბრიტანელი ექიმები.
ამასთან ენაზე ცვლილებები, გარდა B12-ის დაბალი დონისა, ასევე შეიძლება მეტყველებდეს სხვა მინერალური ნივთიერებების დეფიციტზეც. მაგალითად, თუ ენა სივდება, წითლდება და მტკივნეული ხდება, ე.ი. საქმე გვაქვს აღნიშნული ვიტამინის, ასევე რკინის დეფიციტთან.
მედიკოსების თქმით, B12-ის ნაკლებობის სხვა ადრეული ნიშნებია:
ჩხვლეტები ხელებსა და ფეხებში.
B12-ის ნაკლებობა ძირითადად აღენიშნებათ მათ, ვის რაციონშიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტები არ შედის. ანუ ვეგანები და ვეგეტერიანელები განსაკუთრებთ მოწყვლადები არიან ამგვარი დეფიციტის მიმართ.