მიაქციეთ ყურადღება! საშიში დაავადების სამი ადრეული ნიშანი ენაზე

© Pexels / Jefferson Palomiqueგოგონა გამოყოფილი ენით
გოგონა გამოყოფილი ენით - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
ბრიტანული ორგანიზაცია Cancer Research UK-ის ექსპერტები განმარტავენ, რა ნიშნები შეიძლება მეტყველებდეს პირის ღრუში კიბოს განვითარებაზე
თბილისი, 5 ივლისი − Sputnik. კიბოს უჯრედები სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, მათ შორის, პირშიც, წერს გამოცემა Express-ი ბრიტანელი სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ტკივილი მუცლის არეში - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ცხიმოვანი ღვიძლი: „მდუმარე“ დაავადების ოთხი ნიშანი ხელებზე – ბრიტანელი ექიმების რჩევა
Cancer Research UK-ის ექსპერტები განმარტავენ, რა ნიშნები შეიძლება მეტყველებდეს პირში კანცეროდაავადების ჩამოყალიბებაზე.
მათი თქმით, ავთვისებიანი წარმონაქმნები შეიძლება განვითარდეს ენაზე ან მის ქვეშ. ენის კიბოს განვითარების ძირითად ფაქტორად მიიჩნევა თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის სმა და ასევე ადამიანის პაპილომავირუსით (HPV infection)ინფიცირება.  
ბრიტანელი სპეციალისტების რეკომენდაციით, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუ ენაზე შენიშნეთ:
  • წითელი ან თეთრი ლაქა შენიშნეთ, რომელიც არ ქრება;
  • წყლული ან ბურთულა, რომელიც არ ქრება;
  • უმიზეზო სისხლდენა, რომელიც არ უკავშირდება ენაზე კბენას ან სხვა რომელიმე მექანიკურ ტრავმას.
გარდა ამისა, პირის ღრუში კიბოს განვითარებაზე შეიძლება მიანიშნებდეს:
  • ყელის გამუდმებული ტკივილი;
  • ტკივილი ყლაპვის დროს;
  • პირის გამუდმებული დაბუჟება;
  • ყურის ტკივილი.
ამასთან ექიმები წერენ, რომ თამბაქოს მოეწვაზე პირის ღრუს კანცეროდაავადებების რისკის 60% მოდის, ალკოჰოლზე − 30 პროცენტი, დანარჩენი კი ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) ინფიცირებაზე.
გაინტერსებთ, გაქვთ თუ არა დიაბეტი? დაიხედეთ ხელებზე>>
სპეციალისტების განმარტებით, HPV-ს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ცვლილებები პირის ღრუსა და ყელში, რომლებიც შემდგომში კიბოდ გარდაიქმნება.
„HPV-ის გაჩენა პირში შესაძლოა უკავშირდებოდეს გარკვეულ სექსუალურ ქცევებს, ისეთებს, როგორიცაა ორალური სექსი, და ასევე მრავალრიცხოვან სექსუალურ პარტნიორებს“, − განაცხადეს  Cancer Research UK-ში.
ამასთან აღინიშნება, რომ ვირუსი „ძალიან გავრცელებულია“ და, როგორც წესი, არ აყენებს ზიანს. არსებობს ვირუსის ასობით შტამი, რომელთაგან მხოლოდ 13 იწვევს კიბოს.
ყველა ახალი ამბავი
0