https://sputnik-georgia.com/20211118/saxelmwifo-inspeqtori-saakasvilis-saqmeze-mowmeebis-gamokitxvas-agrzelebs-262198597.html
სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის საქმეზე მოწმეების გამოკითხვას აგრძელებს
სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის საქმეზე მოწმეების გამოკითხვას აგრძელებს
Sputnik საქართველო
სამსახურის თანამშრომლებმა უკვე გამოკითხეს თავად სააკაშვილი, მისი ექიმები, ახლა კი გლდანის ციხის ბადრაგი იკითხება 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T19:51+0400
2021-11-18T19:51+0400
2021-11-18T23:10+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005305_0:0:3362:1892_1920x0_80_0_0_2d6b0ec1099836c08d69472294c66568.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში მოწმეების გამოკითხვას აგრძელებს.სისხლის სამართლის საქმე „არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის“ მუხლით მას შემდეგ აღიძრა, რაც ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ის სცემეს და ამცირებდნენ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს.ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე დაკითხა თავად სააკაშვილი, მისი ექიმები და ახლა გლდანის ციხის და მის ტერიტორიაზე მდებარე ციხის საავადმყოფოს ბადრაგის გამოკითხვას აწარმოებს.გარდა ამისა, თავად სააკაშვილს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა რომელმაც, მისი ადვოკატის თქმით, მის სხეულზე დაზიანებები დააფიქსირა.იუსტიციის სამინისტროს აქვს განსხვავებული ვერსია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანა. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეს „ძალადობისა“ და „საკუთრების დაზიანების“ მუხლებით იძიებს. ინსპექციის განცხადებით, სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოში შესახლების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს და სამედიცინო აღჭურვილობა დააზიანა.მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 49 დღის წინ, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები თავიდანვე მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ.
https://sputnik-georgia.com/20211111/saxelmwipo-samsaxuri-saakashvilis-videokadrebis-kanonierebas-sheiswavlis-261997854.html
https://sputnik-georgia.com/20211111/penitenciurma-samsaxurma-axali-videokadrebi-gaavrcela-261993930.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005305_633:0:3362:2047_1920x0_80_0_0_b7110a2be988d91181797e76f3cd5ff4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის საქმეზე მოწმეების გამოკითხვას აგრძელებს
19:51 18.11.2021 (განახლებულია: 23:10 18.11.2021) სამსახურის თანამშრომლებმა უკვე გამოკითხეს თავად სააკაშვილი, მისი ექიმები, ახლა კი გლდანის ციხის ბადრაგი იკითხება
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში მოწმეების გამოკითხვას აგრძელებს.
სისხლის სამართლის საქმე „არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის“ მუხლით მას შემდეგ აღიძრა, რაც ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ის სცემეს და ამცირებდნენ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე დაკითხა თავად სააკაშვილი, მისი ექიმები და ახლა გლდანის ციხის და მის ტერიტორიაზე მდებარე ციხის საავადმყოფოს ბადრაგის გამოკითხვას აწარმოებს.
გარდა ამისა, თავად სააკაშვილს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა რომელმაც, მისი ადვოკატის თქმით, მის სხეულზე დაზიანებები დააფიქსირა.
იუსტიციის სამინისტროს აქვს განსხვავებული ვერსია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანა. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეს „ძალადობისა“ და „საკუთრების დაზიანების“ მუხლებით იძიებს. ინსპექციის განცხადებით, სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოში შესახლების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს და სამედიცინო აღჭურვილობა დააზიანა.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 49 დღის წინ, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები თავიდანვე მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ.