https://sputnik-georgia.com/20211111/penitenciurma-samsaxurma-axali-videokadrebi-gaavrcela-261993930.html
სააკაშვილის ეტაპირება: პენიტენციურმა სამსახურმა ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა
სააკაშვილის ეტაპირება: პენიტენციურმა სამსახურმა ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა
Sputnik საქართველო
ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგი არიან თავად სააკაშვილი, მისი ადვოკატები, მხარდამჭერები, სახალხო დამცველი. 11.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-11T17:27+0400
2021-11-11T17:27+0400
2021-11-11T23:03+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261992860_99:0:2211:1188_1920x0_80_0_0_1ab6c05c8785a68e231d9a622ec5e49a.png
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა.ამჯერად კადრები რეანიმობილშია გადაღებული: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მიხვდა, რომ იგი არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს, ის უარს აცხადებს ავტომობილიდან გადმოსვლაზე. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგი არიან არა მარტო სააკაშვილი და მისი ადვოკატები, არამედ სახალხო დამცველი, ორ კონსილიუმში შემავალი ექიმები, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციის მთელი სპექტრი. მათი მტკიცებით, ციხის საავადმყოფოში არ არის შესაბამისი პირობები კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისთვის, გარდა ამისა, გლდანის ციხეში ექს-პრეზიდენტს საფრთხე ემუქრება.კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს და კატეგორიულ უარს აცხადებს რეანიმობილიდან საკუთარი ნებით გადმოსვლაზე.„მე აქედან არ გადმოვალ ჩემი ნებით! წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში! არ მაინტერესებს არაფერი, რასაც თქვენ მეუბნებით!“ – აცხადებს სააკაშვილი.პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი ექს-პრეზიდენტს ეუბნება: „ჩვენზე მეტად არავის უნდა, რომ თქვენ ჯანმრთელად იყოთ“. „მე არ მაინტერესებს! დამანებეთ თავი!“ – კატეგორიულად მოითხოვს სააკაშვილი.მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ის ციხის საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით გადაიყვანეს. აგრეთვე სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.
https://sputnik-georgia.com/20211111/iusticiis-ministrma-patimar-saakasvilis-privilegiebi-camotvala-261989802.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261992860_363:0:1947:1188_1920x0_80_0_0_490a7f5090c5679079069f11f25523d8.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
სააკაშვილის ეტაპირება: პენიტენციურმა სამსახურმა ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა
17:27 11.11.2021 (განახლებულია: 23:03 11.11.2021) ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგი არიან თავად სააკაშვილი, მისი ადვოკატები, მხარდამჭერები, სახალხო დამცველი.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა.
ამჯერად კადრები რეანიმობილშია გადაღებული: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მიხვდა, რომ იგი არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს, ის უარს აცხადებს ავტომობილიდან გადმოსვლაზე.
ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგი არიან არა მარტო სააკაშვილი და მისი ადვოკატები, არამედ სახალხო დამცველი, ორ კონსილიუმში შემავალი ექიმები, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციის მთელი სპექტრი. მათი მტკიცებით, ციხის საავადმყოფოში არ არის შესაბამისი პირობები კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისთვის, გარდა ამისა, გლდანის ციხეში ექს-პრეზიდენტს საფრთხე ემუქრება.
კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს და კატეგორიულ უარს აცხადებს რეანიმობილიდან საკუთარი ნებით გადმოსვლაზე.
„მე აქედან არ გადმოვალ ჩემი ნებით! წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში! არ მაინტერესებს არაფერი, რასაც თქვენ მეუბნებით!“ – აცხადებს სააკაშვილი.
პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი ექს-პრეზიდენტს ეუბნება: „ჩვენზე მეტად არავის უნდა, რომ თქვენ ჯანმრთელად იყოთ“.
„მე არ მაინტერესებს! დამანებეთ თავი!“ – კატეგორიულად მოითხოვს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ის ციხის საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით გადაიყვანეს. აგრეთვე სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.