საქართველოში დაიწყო მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები Maple Arch

© Ministry of Defence of Georgiaსწავლება Maple Arch 2021
სწავლება Maple Arch 2021 - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
სამეთაურო–საშტაბო სწავლებაში მონაწილეობენ სამხედროები საქართველოდან, კანადიდან, ლიეტუვიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და თურქეთიდან.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველო პირველად მასპინძლობს სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2021, იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.
სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონია კრწანისის ნატო–საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
ორკვირიან სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების სწავლებაში საქართველოდან, კანადიდან, ლიეტუვიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და თურქეთიდან ჩართული იქნებიან როგორც ქართველი, ისე კანადელი ინსტრუქტორები. საქართველოს თავდაცვის ძალები აღმოსავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფისა და JTEC-ის პირადი შემადგენლობით არიან წარმოდგენილი.
წვრთნების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა.
სწავლება ორგანიზებულია კანადის თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მონაწილეობით, ქართული მხრიდან კი მას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს.
MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო.
ყველა ახალი ამბავი
0