https://sputnik-georgia.com/20211118/saqartvelos-ragbis-nakrebis-mtavari-mwvrtneli-fijis-aqvs-susti-adgilebi-262202758.html
საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ფიჯის აქვს სუსტი ადგილები“
საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ფიჯის აქვს სუსტი ადგილები“
Sputnik საქართველო
საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მატჩი 20 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T22:23+0400
2021-11-18T22:23+0400
2021-11-18T22:23+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251874978_0:20:2630:1499_1920x0_80_0_0_25cef1eaf90e418258fdd366692239fe.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მიიჩნევს, რომ ფიჯის გუნდს აქვს სუსტი მხარეები და მის შეგირდებს კუნძულელების დამარცხება შეუძლიათ, ამის შესახებ ბორჯღალოსნების მწვრთნელმა განაცხადა ტესტ-მატჩის წინ, რომელიც 20 ნოემბერს მადრიდის გარეუბანში გაიმართება.თავდაპირველად, საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს შორის ტესტ-მატჩი თბილისში უნდა გამართულიყო. მაგრამ COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო გადაწყდა თამაშის გადატანა ესპანეთში ნეიტრალურ მოედანზე.მატჩი „მფრინავ ფიჯელებსა" და „ბორჯღალოსნებს" შორის მეექვსე იქნება მეტოქეების დაპირისპირების ისტორიაში. ამ დროისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ფიჯის, რომელიც ლიდერობს ანგარიშით 4:1. ქართველმა მორაგბეებმა ერთადერთი გამარჯვება 2016 წელს (14:3) წყნარი ოკეანეს ტურნეს დროს მოიპოვეს.საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მატჩი 20 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
https://sputnik-georgia.com/20211114/ragbi-saqartvelos-nakrebi-safrangettan-test-matcsi-damarcxda-262059682.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251874978_147:0:2484:1753_1920x0_80_0_0_0fd0eaf5e4502dce116c219d5641a7b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ფიჯის აქვს სუსტი ადგილები“
საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მატჩი 20 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მიიჩნევს, რომ ფიჯის გუნდს აქვს სუსტი მხარეები და მის შეგირდებს კუნძულელების დამარცხება შეუძლიათ, ამის შესახებ ბორჯღალოსნების მწვრთნელმა განაცხადა ტესტ-მატჩის წინ, რომელიც 20 ნოემბერს მადრიდის გარეუბანში გაიმართება.
„ჩვენ ვიცით ფიჯის ძლიერი და სუსტი მხარეები და საფრანგეთისგან განსხვავებით, მას საკმარისად აქვს სუსტი წერტილები, რათა პრობლემები შევუქმნათ. მათ არ უნდა მივცეთ თამაშის მართვის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში შანსი აუცილებლად გვექნება", – მოჰყავს მაისაშვილის სიტყვები საქართველოს რაგბის კავშირს.
თავდაპირველად, საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს შორის ტესტ-მატჩი თბილისში უნდა გამართულიყო. მაგრამ COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო გადაწყდა თამაშის გადატანა ესპანეთში ნეიტრალურ მოედანზე.
მატჩი „მფრინავ ფიჯელებსა" და „ბორჯღალოსნებს" შორის მეექვსე იქნება მეტოქეების დაპირისპირების ისტორიაში. ამ დროისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ფიჯის, რომელიც ლიდერობს ანგარიშით 4:1. ქართველმა მორაგბეებმა ერთადერთი გამარჯვება 2016 წელს (14:3) წყნარი ოკეანეს ტურნეს დროს მოიპოვეს.
საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მატჩი 20 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.