https://sputnik-georgia.com/20211114/ragbi-saqartvelos-nakrebi-safrangettan-test-matcsi-damarcxda-262059682.html
რაგბი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან ტესტ-მატჩში დამარცხდა
რაგბი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან ტესტ-მატჩში დამარცხდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები 20 ნოემბერს კიდევ ერთ ტესტ-მატჩს გამართავს - ფიჯისთან შეხვედრა მადრიდში გაიმართება 14.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-14T20:05+0400
2021-11-14T20:05+0400
2021-11-14T20:05+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058727_97:154:1355:861_1920x0_80_0_0_45cca6b3ea54a20ed11acdba292ad011.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბორდოში გამართულ ტესტ-მატჩში საფრანგეთთან ანგარიშით 15:41 დამარცხდა.შეხვედრის ბედი მასპინძლებმა გადაწყვიტეს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში, რომელიც ანგარიშით 24:3 მოიგეს. „ტრიკოლორებმა“ მოაწყვეს ოთხი წარმატებული ლელო და ორი გარდასახვა. ქართველმა მორაგბეებმა დავით ნინიაშვილის მიერ შესრულებული ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს.შესვენების შემდეგ ლევან მაისაშვილის შეგირდებმა სხვაობის შემცირება შეძლეს. ვასილ ლობჟანიძემ მეტოქეს ბურთი ჩათვლის ზონაში დაუდო, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ შეასრულა. მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ საფრანგეთმა კვლავ გაზარდა უპირატესობა წარმატებული ლელოსა და გარდასახვის წყალობით.საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე აკაკი ტაბუცაძემ კიდევ ერთი ლელო დაამიწა, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც მასპინძლებს დარჩათ, რომლებმაც შეხვედრის ბოლოს საქართველოს ჩათვლის ზონაში ორი ლელო დაამიწეს.შედეგად შეხვედრა ანგარიშით 15:41 დასრულდა, საქართველოს ნაკრები კი საფრანგეთთან ისტორიაში მეორედ დამარცხდა. პირველად გუნდები ერთმანეთს 2007 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ, მაშინ ფრანგებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 64:7.20 ნოემბერს საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ტესტ-მატჩს ფიჯისთან გამართავს. შეხვედრა მადრიდში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058727_283:161:1217:861_1920x0_80_0_0_c70a977104e8f5d751d4aff415f0dc20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
რაგბი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან ტესტ-მატჩში დამარცხდა
საქართველოს ნაკრები 20 ნოემბერს კიდევ ერთ ტესტ-მატჩს გამართავს - ფიჯისთან შეხვედრა მადრიდში გაიმართება
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბორდოში გამართულ ტესტ-მატჩში საფრანგეთთან ანგარიშით 15:41 დამარცხდა.
შეხვედრის ბედი მასპინძლებმა გადაწყვიტეს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში, რომელიც ანგარიშით 24:3 მოიგეს. „ტრიკოლორებმა“ მოაწყვეს ოთხი წარმატებული ლელო და ორი გარდასახვა. ქართველმა მორაგბეებმა დავით ნინიაშვილის მიერ შესრულებული ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს.
შესვენების შემდეგ ლევან მაისაშვილის შეგირდებმა სხვაობის შემცირება შეძლეს. ვასილ ლობჟანიძემ მეტოქეს ბურთი ჩათვლის ზონაში დაუდო, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ შეასრულა. მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ საფრანგეთმა კვლავ გაზარდა უპირატესობა წარმატებული ლელოსა და გარდასახვის წყალობით.
საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე აკაკი ტაბუცაძემ კიდევ ერთი ლელო დაამიწა, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც მასპინძლებს დარჩათ, რომლებმაც შეხვედრის ბოლოს საქართველოს ჩათვლის ზონაში ორი ლელო დაამიწეს.
შედეგად შეხვედრა ანგარიშით 15:41 დასრულდა, საქართველოს ნაკრები კი საფრანგეთთან ისტორიაში მეორედ დამარცხდა. პირველად გუნდები ერთმანეთს 2007 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ, მაშინ ფრანგებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 64:7.
20 ნოემბერს საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ტესტ-მატჩს ფიჯისთან გამართავს. შეხვედრა მადრიდში გაიმართება.