მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მასწავლებელი და საბავშვო მწერალი პედოფილიისთვის დააკავეს: ბრალდება 14 ფაქტზე

© Pixabay / isabellaquintana თოჯინა
 თოჯინა - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საბავშვო წიგნების ავტორი, კალიფორნიის ქალაქ რივერსაიდის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი პოლ ლოუ პედოფილიაში ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეარხი Fox News.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 14 ეპიზოდში ედება ბრალი.
როგორც ირკვევა, პოლიციამ 61 წლის ლოუს წინააღმდეგ გამოძიება სექტემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც 32 წლის მამაკაცი გამოტყდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც ის მეოთხე კლასში სწავლობდა, მასზე მასწავლებელმა იძალადა. მისი თქმით, სექსუალური ძალადობის აქტების უმეტესობა სკოლის გარეთ ხდებოდა, თუმცა იყო პირდაპირ სასწავლო დაწესებულებაში ძალადობის შემთხვევებიც.
არსებული ინფორმაციით, პოლ ლოუ რივერსაიდის სკოლა Taft-ში დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში — 1997-2002 წლებში მუშაობდა, მერე კი მოულოდნელად დაწერა განცხადება სკოლიდან წასვლაზე.
ციხის საკანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
ქუთაისში 60 წლის პედოფილს პატიმრობა შეეფარდა
გარდა ამისა, 1990-იანების დასაწყისში ლოუ ფეხბურთის ბავშვთა გუნდის მწვრთნელიც იყო, ორი წელი მუშაობდა კერძო სკოლა Hacienda Heights-ში, ასევე ახალგაზრდულ ბანაკში და ამასთან წერდა საბავშვო წიგნებსაც.
პოლ ლოუ პოლიციამ 9 ნოემბერს დააკავა. რივერსაიდის საოლქო პროკურატურამ მას ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 14 ფაქტზე წაუყენა ბრალი. ამ დროისათვის ის 5 მლნ დოლარის გირაოთი იმყოფება ზედამხედველობის ქვეშ.
ყველა ახალი ამბავი
0