თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ქუთაისში მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დაკავებულ 60 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
ქუთაისში, 7 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 60 წლის მამაკაცი გუშინ, ავტოქარხნის დასახლებაში დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა 7 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. მომხდარის შესახებ არასრულწლოვანმა ოჯახს აცნობა, რის შემდეგაც ოჯახმა პოლიცია გამოიძახა.
გუშინ მამაკაცის საცხოვრებელ სახლთან ხმაური იყო. ის კორპუსიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც გაუპატიურების ნიშნებს არ შეიცავს.