https://sputnik-georgia.com/20211118/saakasvils-kidev-erti-konsiliumi-gasinjavs-262192927.html
სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ ერთი კონსილიუმი შეამოწმებს
სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ ერთი კონსილიუმი შეამოწმებს
Sputnik საქართველო
ციხის საავადმყოფოში ექს-პრეზიდენტის გასინჯვის ნებართვა ცენტრ „ემპათიის“ მიერ მოწვეულმა ექიმებმაც მიიღეს. 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T18:14+0400
2021-11-18T18:14+0400
2021-11-18T21:45+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251058950_0:327:3058:2047_1920x0_80_0_0_0469bf9b26cd58b08dda4240c19d6b72.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ალტერნატიულ კონსილიუმს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ – ცენტრმა „ემპათიამ“ შეკრიბა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასინჯვის უფლება მისცა. ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.ალტერნატიული კონსილიუმი ნოემბრის დასაწყისში შეიქმნა, მაგრამ მოშიმშილე ექს-პრეზიდენტის გასინჯვის უფლებას დღემდე ვერ იღებდა.მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მათ დღეს მიიღეს უწყება, რომ ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტებს სააკაშვილთან შეუშვებენ. მისი თქმით, თარიღი მითითებული არ არის და ამას ექსპერტებთან შეათანხმებენ.სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც მან მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ის რუსთავის საპყრობილიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი, მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ.იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არეულობებს ამზადებს. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის მომხრეებმა სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით შეიძლება კლინიკის შტურმით აღება სცადონ. სუსი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თაობაზე გამოძიებას აწარმოებს.„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული დეპუტატები.
https://sputnik-georgia.com/20211118/aucileblobis-semtxvevasi-saakasvils-samoqalaqo-klinikasi-gadaiyvanen-262175323.html
https://sputnik-georgia.com/20211117/eqspertta-jgufis-daskvna-saakasvilis-mkurnaloba-unda-gagrzeldes-poliprofilur-hospitalsi-262167186.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251058950_184:309:2501:2047_1920x0_80_0_0_4c33296881cd81386feeb5a674338bdb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ ერთი კონსილიუმი შეამოწმებს
18:14 18.11.2021 (განახლებულია: 21:45 18.11.2021) ციხის საავადმყოფოში ექს-პრეზიდენტის გასინჯვის ნებართვა ცენტრ „ემპათიის“ მიერ მოწვეულმა ექიმებმაც მიიღეს.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ალტერნატიულ კონსილიუმს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ – ცენტრმა „ემპათიამ“ შეკრიბა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასინჯვის უფლება მისცა. ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
ალტერნატიული კონსილიუმი ნოემბრის დასაწყისში შეიქმნა, მაგრამ მოშიმშილე ექს-პრეზიდენტის გასინჯვის უფლებას დღემდე ვერ იღებდა.
მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მათ დღეს მიიღეს უწყება, რომ ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტებს სააკაშვილთან შეუშვებენ. მისი თქმით, თარიღი მითითებული არ არის და ამას ექსპერტებთან შეათანხმებენ.
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც მან მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ის რუსთავის საპყრობილიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი, მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არეულობებს ამზადებს. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის მომხრეებმა სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით შეიძლება კლინიკის შტურმით აღება სცადონ. სუსი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თაობაზე გამოძიებას აწარმოებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული დეპუტატები.