საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება

© photo: Sputnik / Stringerმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
წინა სეზონთან შედარებით, მანდარინის ექპორტის მოცულობა 166 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო ქვეყნის მიერ მიღებული შემოსავალი – 149 პროცენტით.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან 1.491 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 613 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 166%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 149%-ით გაიზარდა.
ხურმა - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
საქართველომ ხურმისა და კარალიოკის ექსპორტისგან 4,3 ათას დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (820 ტონა), რუსეთში (526 ტონა), უკრაინასა (135 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).
ყველა ახალი ამბავი
0