საქართველომ ხურმისა და კარალიოკის ექსპორტისგან 4,3 ათას დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

© photo: Sputnik / Artur Lebedev / გადასვლა მედიაბანკშიხურმა
ხურმა - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად რუსეთის ფედერაციაში, უკრაინასა და სომხეთში ხორციელდება.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის ღირებულებამ 4,311 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 35%-ით (2,206 ტონით), ხოლო ღირებულება 856 ათასი დოლარით (25%) გაიზარდა.
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
საქართველომ თხილის ექსპორტისგან თითქმის 60 მლნ დოლარი შემოსავალი მიიღო
მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთში (3.089 ტონა), სომხეთში (3.052 ტონა), უკრაინაში (2.172 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (9,9 ტონა).
ყველა ახალი ამბავი
0