საქართველომ თხილის ექსპორტისგან თითქმის 60 მლნ დოლარი შემოსავალი მიიღო

© photo: Sputnikთხილი
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ 1 აგვისტოდან 13 ათასამდე ტონა თხილის ექსპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებამ 59,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ექსპორტირებული თხილის მოცულობა 35%-ით (3,3 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება 12%-ით (6,3 მლნ დოლარით) გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში (5.549 ტონა), გერმანიაში (2.222 ტონა), ესპანეთში (402 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (315 ტონა), ლიეტუვაში (218 ტონა), საფრანგეთში (170 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: სომხეთი (788 ტონა), ჩინეთი (680 ტონა), უკრაინა (256 ტონა), რუსეთი (252 ტონა), ალჟირი (193 ტონა), ბელარუსი (164 ტონა), საუდის არაბეთი (158 ტონა), ერაყი (144 ტონა), შვეიცარია (129 ტონა), მექსიკა (120 ტონა), აზერბაიჯანი (82 ტონა), კანადა (75 ტონა), არგენტინა (64 ტონა), არაბთა გაერთიანებული ემირატები (59 ტონა), ყაზახეთი (45 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა), გაერთიანებული სამეფო (22 ტონა), თურქეთი (22), ყირგიზეთი (22 ტონა), ტუნისი (15 ტონა) იორდანია (14 ტონა) და სხვ.
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
საქართველო თხილის ექსპორტით მსოფლიოში მეორე ადგილის დაკავებას გეგმავს
მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად 2020 წელს მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო–სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0