Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ლიეტუვა საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის 50 ათას დოზას აჩუქებს

© AP Photo / Nam Y. Huhვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი ზრდასრული მოსახლეობის 34%-მა ჩაიტარა.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ლიეტუვის მთავრობა საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის 50.310 დოზას უანგაროდ გადასცემს, იუწყება ქვეყნის საელჩო საქართველოში.

„ლიეტუვა განაგრძობს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში, რომლის ფარგლებში საქართველოს ივლისში გადაეცა AstraZeneca-ს ვაქცინის 15 ათასი დოზა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანამ საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, სომხეთსა და ტაივანს მთლიანობაში 455.900 დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა გადასცა, კიდევ 60 ათასი – ტაჯიკეთს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულმა იმუნიზაციის საბჭომ 9 ნოემბერს 12–15 წლის მოზარდების Pfizer-ის ვაქცინით აცრის გადაწყვეტილება მიიღო. სავალდებულო მოთხოვნაა მშობლების ან მეურვეების თანხმობა.
ვაქცინა Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
პოლონეთი საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის ნახევარ მილიონამდე დოზას გადმოსცემს
ამჟამად საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი ჩატარებული აქვს ზრდასრული მოსახლეობის 34%-ს.
საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 2022 წელს 500 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს.
ყველა ახალი ამბავი
0