ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ფინეთში „წლის მამის“ ტიტული რუს მამაკაცს მიენიჭა

© Pixabay / giselaatjeმამა და შვილი
მამა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. კარელიის ყოფილი მკვიდრი, ახლა კი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის მცხოვრები სერგეი სილკინი წლის მამად დასახელდა, იუწყება ფინეთის სოციალური ჯანმრთელობის სამინისტრო.
ჯილდო ყოველწლიურად გაიცემა მამის დღის წინ, რომელიც ფინეთში 14 ნოემბერს აღინიშნება. სილკინის გარდა, ეს ტიტული ასევე მიენიჭათ მარკო ოიკარაინენსა და დენ ვიჰოლმს.

„წლის მამის“ ლაურეატები სამაგალითოდ უჭერდნენ მხარს გენდერულ თანასწორობას ოჯახურ ცხოვრებაში, მაგალითად, ოჯახური შვებულებებით ან შვილებზე სხვაგვარად საზრუნავად დროის გამონახვით. მათ იპოვეს გზები შვილებისთვის გამონაკლის სიტუაციებში მხარდასაჭერად და ასევე წამოჭრეს მამობასთან დაკავშირებული საკითხები ცხოვრებისეულ თუ სამსახურებრივ პროცესებში“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ჯილდო ლაურეატებს სოციალური მომსახურების მინისტრმა კრისტა კიურუმ გადასცა. ამასთან სამინისტრომ გამარჯვებულების შერჩევის კრიტერიუმებიც განმარტა. უწყებაში განაცხადეს, რომ „სერგეი სილკინმა თავისი მოქმედებებით ხელი შეუწყო გენდერულ თანასწორობასა და ბავშვებისა და ოჯახების კეთილდღეობას როგორც საკუთარ ოჯახში, ისე ჰელსინკის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ მრავალენოვან და მულტიკულტურულ საბავშვო კლუბებში“.
ამასთან სილკინი, რომელიც განათლებით პედაგოგია, „მუდმივად აწარმოებს დიალოგს სხვადასხვა ტიპის ოჯახებთან მამობისა და შვილების აღზრდაში მამების მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ“.
ყველა ახალი ამბავი
0