https://sputnik-georgia.com/20211118/axali-provokacia-azerbaijani-somxetis-sazrvarze-262182954.html
ახალი პროვოკაცია აზერბაიჯანი–სომხეთის საზღვარზე: ბაქო განცხადებას ავრცელებს
ახალი პროვოკაცია აზერბაიჯანი–სომხეთის საზღვარზე: ბაქო განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის მხრიდან „ახალი პროვოკაციების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს, იუწყება... 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T13:55+0400
2021-11-18T13:55+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
კავკასია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248986371_0:27:1001:590_1920x0_80_0_0_98a64e4ae0d020c9a5ebc97093949063.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის მხრიდან „ახალი პროვოკაციების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“. უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოვუზის მიმართულებით აზერბაიჯანული პოზიციები დაცხრილეს.ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ოთხშაბათს, საღამოს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა უმისამართო ცეცხლი გახსნეს საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე და ქილისალის მთის მიდამოებში შეიჭრნენ ქვეყნის ტერიტორიაზე.სომხური მხარის ცნობით, შეტაკებისას დაიღუპა ერთი სომეხი სამხედრო, 13 ტყვედაა აყვანილი, ხოლო კიდევ 24-თან კავშირია დაკარგული.თავის მხრივ, ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთთან საზღვარზე ბრძოლებში შვიდი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, ათი კი დაიჭრა.არსებული ცნობით, ამ დროისათვის ადგილზე მშვიდი ვითარებაა.რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს და განუცხადა მათ, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს მათ ვითარების დასტაბილურებაში. როგორც რუსული უწყება აცხადებს, სწორედ ამ საუბრის შემდეგ შეწყდა ბრძოლები სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე.
https://sputnik-georgia.com/20211116/somxet-azerbaijanis-sazrvarze-vitareba-mwvavdeba-mxareebi-ertmanets-adanasauleben-262130056.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248986371_88:0:911:617_1920x0_80_0_0_677953559c7e9f197108555038bed401.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, კავკასია, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, კავკასია, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის მხრიდან „ახალი პროვოკაციების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს, იუწყება
„Sputnik–აზერბაიჯანი“. უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოვუზის მიმართულებით აზერბაიჯანული პოზიციები დაცხრილეს.
„17 ნოემბრის 17:54 საათიდან 22:52 საათამდე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები... სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან შესვენებებით ცხრილავდნენ აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ოთხშაბათს, საღამოს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა უმისამართო ცეცხლი გახსნეს საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე და ქილისალის მთის მიდამოებში შეიჭრნენ ქვეყნის ტერიტორიაზე.
სომხური მხარის ცნობით, შეტაკებისას დაიღუპა ერთი სომეხი სამხედრო, 13 ტყვედაა აყვანილი, ხოლო კიდევ 24-თან კავშირია დაკარგული.
თავის მხრივ, ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთთან საზღვარზე ბრძოლებში შვიდი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, ათი კი დაიჭრა.
არსებული ცნობით, ამ დროისათვის ადგილზე მშვიდი ვითარებაა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს და განუცხადა მათ, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს მათ ვითარების დასტაბილურებაში. როგორც რუსული უწყება აცხადებს, სწორედ ამ საუბრის შემდეგ შეწყდა ბრძოლები სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე.