https://sputnik-georgia.com/20211116/somxet-azerbaijanis-sazrvarze-vitareba-mwvavdeba-mxareebi-ertmanets-adanasauleben-262130056.html
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება მწვავდება: მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება მწვავდება: მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ
Sputnik საქართველო
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ამჟამად შედარებით მშვიდია, განაცხადა ფაშინიანმა 16.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-16T23:06+0400
2021-11-16T23:06+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
კავკასია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249578613_0:9:2100:1190_1920x0_80_0_0_b6d4cc453439c569db1db83bf2ec9289.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე თითქმის მთელი დღის განმავლობაში სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობდა. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს.სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამშაბათს აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს სომხეთის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია უწოდა.„მომხდარს შეიძლება მიეცეს მხოლოდ ერთი შეფასება - ეს არის პირდაპირი აგრესია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ფაშინიანმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.მისი თქმით, სომხეთს შეუძლია აწარმოოს მოლაპარაკებები, მოძებნოს ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებები და ის იქცევა როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი.ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დროისთვის ვითარება შედარებით მშვიდია, თუმცა საერთო ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ბაქომ საზღვარზე სომხეთის ქმედებებს ადეკვატურად უპასუხა.„მიშელის მიმართვის საპასუხოდ სასაზღვრო ინციდენტებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ არაერთხელ მიმართა სამხედრო პროვოკაციებს შუშის, ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით და ბოლო პროვოკაცია... მოხდა დღეს. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან არიან დაჭრილები და ბაქომ ადეკვატური რეაგირება მოახდინა სომხეთის პროვოკაციაზე“, - ნათქვამია აზერბაიჯანის მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.სამშაბათს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთ მიმართულებით შეტევა დაიწყეს და ქვეყანაში შეიჭრნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდა 12 სომეხი ჯარისკაცი, განადგურდა ან მწყობრიდან გამოვიდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ათამდე ერთეული ჯავშანმანქანა. სომხური მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები, ეს მონაცემები ზუსტდება. ასევე ცნობილია, რომ სომხურმა მხარემ ორი საბრძოლო პოზიცია დაკარგა.თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა სამშაბათს, რომ სომხეთის საზღვარზე სიტუაცია დაძაბული რჩება, გრძელდება საბრძოლო ოპერაციები. ბაქოს განცხადებით, სომხური მხარის ქმედებებზე საპასუხოდ განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი და ნაღმტყორცნები.
https://sputnik-georgia.com/20211116/situaciis-gamwvaveba-somxet-azerbaijanis-sazrvarze-bolo-cnobebi-262124944.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249578613_194:0:2061:1400_1920x0_80_0_0_d8111167176df4e4c7318f885a5e67d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კავკასია, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, კავკასია, მსოფლიოს ახალი ამბები
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება მწვავდება: მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ
23:06 16.11.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ამჟამად შედარებით მშვიდია, განაცხადა ფაშინიანმა
თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე თითქმის მთელი დღის განმავლობაში სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობდა. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამშაბათს აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს სომხეთის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია უწოდა.
„მომხდარს შეიძლება მიეცეს მხოლოდ ერთი შეფასება - ეს არის პირდაპირი აგრესია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ფაშინიანმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, სომხეთს შეუძლია აწარმოოს მოლაპარაკებები, მოძებნოს ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებები და ის იქცევა როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი.
„მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას გააკეთოს კონკრეტული განცხადებები და დაგმოს აზერბაიჯანის აგრესია. სასაზღვრო დავაზე საუბარი აბსურდული და აზრს მოკლებულია. არ არსებობს არანაირი სასაზღვრო დავა, ეს არის აგრესია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ", - განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დროისთვის ვითარება შედარებით მშვიდია, თუმცა საერთო ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ბაქომ საზღვარზე სომხეთის ქმედებებს ადეკვატურად უპასუხა.
„მიშელის მიმართვის საპასუხოდ სასაზღვრო ინციდენტებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ არაერთხელ მიმართა სამხედრო პროვოკაციებს შუშის, ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით და ბოლო პროვოკაცია... მოხდა დღეს. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან არიან დაჭრილები და ბაქომ ადეკვატური რეაგირება მოახდინა სომხეთის პროვოკაციაზე“, - ნათქვამია აზერბაიჯანის მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.
სამშაბათს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთ მიმართულებით შეტევა დაიწყეს და ქვეყანაში შეიჭრნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდა 12 სომეხი ჯარისკაცი, განადგურდა ან მწყობრიდან გამოვიდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ათამდე ერთეული ჯავშანმანქანა. სომხური მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები, ეს მონაცემები ზუსტდება. ასევე ცნობილია, რომ სომხურმა მხარემ ორი საბრძოლო პოზიცია დაკარგა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა სამშაბათს, რომ სომხეთის საზღვარზე სიტუაცია დაძაბული რჩება, გრძელდება საბრძოლო ოპერაციები. ბაქოს განცხადებით, სომხური მხარის ქმედებებზე საპასუხოდ განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი და ნაღმტყორცნები.