Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ალეკ ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწე სასამართლოში უჩივის

© courtesy of Alec Baldwinალეკ ბოლდუინი
ალეკ ბოლდუინი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ფილმ Rust-ის რეჟისორის ასისტენტმა მემი მიტჩელმა მსახიობ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ ლოს-ანჯელესის სასამართლოში საჩივარი შეიტანა 21 ოქტომბერს გადასაღებ მოედანზე მომხდარი სროლის გამო.
ალეკ ბოლდუინი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
„იმ დღეს ვახშამზე მივიწვიე“ – ალეკ ბოლდუინის პირველი კომენტარი გარდაცვლილ ოპერატორზე
Variety-ს ცნობით, სარჩელი შეიტანეს ფილმის პროდიუსერების, წამყვანი მსახიობის ალეკ ბოლდუინის, ასევე რეჟისორის ასისტენტ დეივ ჰოლსისა და ქონების მენეჯერის ჰანა გუტიერეს-რიდის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხოებაზე გადასაღებ მოედანზე.
მემი მიტჩელი სარჩელში აცხადებს, რომ მან მიიღო „ფიზიკური და ემოციური“ დაზიანებები მას შემდეგ, რაც ბოლდუინმა რევოლვერით ესროლა ოპერატორ გალინა ჰატჩინსს და დაჭრა რეჟისორი ჯოელ სოუზა გადაღებებისთვის მზადების დროს. ის ბოლდუინისგან ერთ მეტრში იდგა, როცა სროლა მოხდა და პირველი იყო, ვინც პოლიცია გამოიძახა.
ალეკ ბოლდუინი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ალეკ ბოლდუინი გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლეს ეხუტება - ემოციური კადრები
მიტჩელი ირწმუნება, რომ გადაღების ეპიზოდი სცენარში არ იყო დაწერილი. იმ დღეს კამერები განლაგდნენ, რათა გადაეღოთ ალეკ ბოლდუინის სახე, სისხლიანი მხრები და ის, თუ როგორ იღებდა ბუდიდან იარაღს. ამასთან, სცენარში არ იყო ნათქვამი, რომ ბოლდუინს სროლა უნდა დაეწყო.
უბედური შემთხვევის შემდეგ ეს უკვე მეორე სარჩელია ბოლდუინისა და ფილმის სხვა მონაწილეების წინააღმდეგ. სერგეი სვეტნოიმ, რომელიც გადასაღებ მოედანზე განათების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სასამართლოში სარჩელი ნოემბრის დასაწყისში შეიტანა.
21 ოქტომბერს ალეკ ბოლდუინმა შემთხვევით ესროლა ოპერატორ გალინა ჰატჩინსს და დაჭრა რეჟისორი ჯოელ სოუზა გადასაღებ მოედანზე. ბოლდუინმა ისროლა რევოლვერიდან, რომელშიც, წესით, ფუჭი ტყვიები უნდა ყოფილიყო, თუმცა იქ ნამდვილი საბრძოლო ტყვიები აღმოჩნდა. პოლიცია გამოძიებას აგრძელებს და ამ დრომდე ბრალი არ წაუყენებია არავისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0