https://sputnik-georgia.com/20211025/alek-bolduini-gardacvlili-operatoris-meugles-exuteba-261457759.html
ალეკ ბოლდუინი გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლეს ეხუტება - ემოციური კადრები
ალეკ ბოლდუინი გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლეს ეხუტება - ემოციური კადრები
Sputnik საქართველო
ფილმის გადაღებებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი, 42 წლის ჰალინა ჰაჩინსის ოჯახი, მეუღლე და 9 წლის ვაჟი კოვიდრეგულაციების გამო ამერიკაში ჩაფრენას ვერ ახერხებდნენ... 25.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-25T12:05+0400
2021-10-25T12:05+0400
2023-08-17T10:50+0400
ახალი ამბები
აშშ
ეს საინტერესოა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261391743_0:254:3072:1982_1920x0_80_0_0_66ae620aae6097c7fc93c34fcec31e2d.jpg
ფილმის გადაღებებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი, 42 წლის ჰალინა ჰაჩინსის ოჯახი, მეუღლე და 9 წლის ვაჟი კოვიდრეგულაციების გამო ამერიკაში ჩაფრენას ვერ ახერხებდნენ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მათ უკრაინიდან ამერიკაში ჩაფრინა მაინც მოახერხეს. ემოციურმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო, დამწუხრებული და დარდისგან სრულად გაჭაღარავებული ალეკ ბოლდუინი ჰალინას მეუღლე ეხუტებოდა. სანტა-ფეში დიდი გლოვაა. საყოველთაო პანაშვიდებზე რიგითი მოქალაქეების ნაკადი არ წყდება.ინსაიდერის ცნობით, პირველი 24 საათი ბოლდუინისთვის კრიტიკულად გაუსაძლისი იყო, ის შეურაცხადივით იქცეოდა. ახლა კი მსახიობმა ყველა მიმდინარე პროექტი შეაჩერა და როდის დაუბრუნდება კინემატოგრაფიას, ჯერჯერობით უცნობია.ალეკ ბოლდუინი ფილმ-ვესტერნ Rust-ის („ჟანგი“) მთავარ როლს ასრულებს. მან გაისროლა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭის ნაცვლად საბრძოლო ტყვიებით იყო დატენილი. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 42 წლის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი, ხოლო ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზა დაიჭრა (ტყვია ლავიწის ძვალში მოხვდა).მსახიობისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, ხოლო გადასაღებ მოედანზე ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც რეჟისორის ასისტენტმა პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, ბოლდუინმა მისგან იცოდა, რომ პისტოლეტში ფუჭი ტყვიები იდო.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261391743_18:301:2291:2005_1920x0_80_0_0_bcde34a527d7f0988f885ebbb443bf16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალეკ ბოლდუინი
ფილმის გადაღებებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი, 42 წლის ჰალინა ჰაჩინსის ოჯახი, მეუღლე და 9 წლის ვაჟი კოვიდრეგულაციების გამო ამერიკაში ჩაფრენას ვერ ახერხებდნენ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მათ უკრაინიდან ამერიკაში ჩაფრინა მაინც მოახერხეს.
ემოციურმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო, დამწუხრებული და დარდისგან სრულად გაჭაღარავებული ალეკ ბოლდუინი ჰალინას მეუღლე ეხუტებოდა. სანტა-ფეში დიდი გლოვაა. საყოველთაო პანაშვიდებზე რიგითი მოქალაქეების ნაკადი არ წყდება.
ინსაიდერის ცნობით, პირველი 24 საათი ბოლდუინისთვის კრიტიკულად გაუსაძლისი იყო, ის შეურაცხადივით იქცეოდა. ახლა კი მსახიობმა ყველა მიმდინარე პროექტი შეაჩერა და როდის დაუბრუნდება კინემატოგრაფიას, ჯერჯერობით უცნობია.
ალეკ ბოლდუინი ფილმ-ვესტერნ Rust-ის („ჟანგი“) მთავარ როლს ასრულებს. მან გაისროლა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭის ნაცვლად საბრძოლო ტყვიებით იყო დატენილი. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 42 წლის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი, ხოლო ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზა დაიჭრა (ტყვია ლავიწის ძვალში მოხვდა).
მსახიობისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, ხოლო გადასაღებ მოედანზე ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც რეჟისორის ასისტენტმა პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, ბოლდუინმა მისგან იცოდა, რომ პისტოლეტში ფუჭი ტყვიები იდო.