ხმაური ზუგდიდის საკრებულოში: მოშიმშილე დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში ლეიბები გაშალეს

© photo: Sputnik / Stringerზუგდიდი
ზუგდიდი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადეს, ხმაურით დაიკავეს სხდომათა დარბაზი, რათა ხელი შეეშალათ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვასა და დაჩქარებული წესით მიღებაში.
საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხმა დეპუტატმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყო.
დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში ლეიბების შეტანა და ამ ფორმით სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლა გადაწყვიტეს. საკრებულოს დარბაზში ლეიბების შეტანის უფლებას მათ თავდაპირველად დაცვის თანამშრომლები არ აძლევდნენ, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ანი წითლიძემ და „ნაცმოძრაობის" სხვა წევრებმა ჩანაფიქრი მაინც განახორციელეს.
ზუგდიდი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
ზუგდიდის საკრებულოს ოთხმა დეპუტატმა სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა
„დღეს მივიღეთ რეალობა, როდესაც საკრებულოში უმცირესობაში გადასული მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას, განიხილავს და ემზადება 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად იმის შიშით, რომ საკრებულოში მათ არ აქვთ უმრავლესობა და ახალი საკრებულოს პირობებში ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნას შეიძლება მოჰყვეს რიგგარეშე არჩევნები", – განაცხადა ანი წითლიძემ.
წითლიძის თქმით, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დაუშვებენ ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვასა და მიღებას „უკანონო გზით“.
ყველა ახალი ამბავი
0