https://sputnik-georgia.com/20211115/zugdidis-sakrebulos-otxma-deputatma-saakasvilis-mxardasawerad-simsiloba-gamoacxada-262093547.html
ზუგდიდის საკრებულოს ოთხმა დეპუტატმა სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა
ზუგდიდის საკრებულოს ოთხმა დეპუტატმა სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში ათი დეპუტატი შიმშილობს. 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T19:52+0400
2021-11-15T19:52+0400
2021-11-15T23:32+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261915196_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_9f476f3b9415b98e7c2d94d87f55edf0.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საკრებულოს ოთხმა ახლად არჩეულმა დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და მათთან ერთად ერთმა ექიმმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.მოშიმშილეები უერთდებიან უკვე რამდენიმე ადგილზე მიმდინარე აქციას და ითხოვენ ექს-პრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.დღესვე ანალოგიური მოთხოვნით შიმშილობა რუსთავის საკრებულოს ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც („ნაციონალური მოძრაობიდან“) დაიწყო.საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 46 დღის წინ გამოაცხადა.სააკაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტში მე-13 დღეა შიმშილობს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია. კვირას შიმშილობის დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პარლამენტის კიდევ ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ. შიმშილობის დაწყება დააანონსა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემაც.დეპუტატების თქმით, შიმშილობას მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ სააკაშვილს გლდანის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.ამავე მოთხოვნით თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ყოველდღიურად ოპოზიციის საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები ასევე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
https://sputnik-georgia.com/20211114/paata-burwulaze-saakasvilis-mxardasawerad-simsilobis-dawyebas-apirebs-262060029.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261915196_341:308:2661:2048_1920x0_80_0_0_4f3bd6d25460163fda6ff8afb69d3174.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ზუგდიდის საკრებულოს ოთხმა დეპუტატმა სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა
19:52 15.11.2021 (განახლებულია: 23:32 15.11.2021) ექს-პრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში ათი დეპუტატი შიმშილობს.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საკრებულოს ოთხმა ახლად არჩეულმა დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და მათთან ერთად ერთმა ექიმმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მოშიმშილეები უერთდებიან უკვე რამდენიმე ადგილზე მიმდინარე აქციას და ითხოვენ ექს-პრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.
„ამ მოთხოვნით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთახში შიმშილობას დაიწყებენ საკრებულოს არჩეული წევრები მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია, დარიკო არქანია და ექიმი მალხაზ ჯალაღონია“, – აღნიშნა წითლიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.
დღესვე ანალოგიური მოთხოვნით შიმშილობა რუსთავის საკრებულოს ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც („ნაციონალური მოძრაობიდან“) დაიწყო.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 46 დღის წინ გამოაცხადა.
სააკაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტში მე-13 დღეა შიმშილობს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია. კვირას შიმშილობის დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პარლამენტის კიდევ ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ. შიმშილობის დაწყება დააანონსა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემაც.
დეპუტატების თქმით, შიმშილობას მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ სააკაშვილს გლდანის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
ამავე მოთხოვნით თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ყოველდღიურად ოპოზიციის საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები ასევე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.