პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობის დაწყებას აპირებს

© photo: Sputnikპაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2021
გამოწერა
ბურჭულაძემ კოლეგებს - ხელოვნების მოღვაწეებს მიმართა და მოუწოდა მათ შეუერთდნენ მას.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 45 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.
„მეგობრებო, მე ვიმყოფები უცხოეთში და იმ საშინელების ყურება, რაც საქართველოში ხდება აქედან კიდევ უფრო რთულია. ამიტომ გადავწყვიტე ხვალ წამოვიდე და ჩემი ქვეყნის გვერდით დავდგე ამ მძიმე ჟამს“, - დაწერა ბურჭულაძემ თავის Facebook-გვერდზე.
ბურჭულაძის თქმით, ხვალ ის საქართველოში ჩამოვა, რათა ქვეყანას გვერდში დაუდგეს. მან ასევე მიმართა თავის კოლეგებს - ხელოვნების მოღვაწეებს და მოუწოდა მათ შეუერთდნენ მას.
დღესვე შიმშილობის დაწყების შესახებ ერთბაშად ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გამოაცხადა. შიმშილობა გამოაცხადეს შემდეგმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.
გარდა ამისა, შიმშილობას „ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე იწყებს.
გარდა ამისა, უკვე მე-12 დღე იგივე მოთხოვნით შიმშილობს კიდევ ერთი დეპუტატი, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.
დეპუტატების თქმით, შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე გაგრძელდება.
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2021
სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა ცხრა დეპუტატმა გამოაცხადა
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.
ყველა ახალი ამბავი
0