https://sputnik-georgia.com/20211114/saakasvilis-mxardasawerad-simsiloba-cxra-deputatma-gamoacxada-262056076.html
სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა ცხრა დეპუტატმა გამოაცხადა
სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა ცხრა დეპუტატმა გამოაცხადა
Sputnik საქართველო
გარდა ამისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა და ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც, რადგან არ არის პარლამენტის დეპუტატი, პარტიის ოფისში... 14.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-14T17:26+0400
2021-11-14T17:26+0400
2021-11-14T17:26+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262052970_0:0:3499:1969_1920x0_80_0_0_468c5bf65263b3e7f99b72a9da96e1c3.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო, - ამის შესახებ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.გუშინ საღამოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ექსპრეზიდენტი, რომელიც 45-ე დღეა შიმშილობს, ძალიან სუსტად იყო და მთელი დღე საწოლიდან ვერ დგებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო.კირკიტაძის თქმით, შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე გაგრძელდება.შიმშილობა გამოაცხადეს შემდეგმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.გარდა ამისა, შიმშილობას „ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე იწყებს. ამის შესახებ ბარამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.გარდა ამისა, უკვე მე-12 დღე იგივე მოთხოვნით შიმშილობს კიდევ ერთი დეპუტატი, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 45 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.
https://sputnik-georgia.com/20211114/piradi-eqimi-mixeil-saakasvili-loginidan-ver-adga-262049657.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262052970_27:0:2758:2048_1920x0_80_0_0_545e64c8d68fd449362b2216aaad2916.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა ცხრა დეპუტატმა გამოაცხადა
გარდა ამისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა და ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც, რადგან არ არის პარლამენტის დეპუტატი, პარტიის ოფისში იშიმშილებს
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო, - ამის შესახებ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
გუშინ საღამოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ექსპრეზიდენტი, რომელიც 45-ე დღეა შიმშილობს, ძალიან სუსტად იყო და მთელი დღე საწოლიდან ვერ დგებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო.
კირკიტაძის თქმით, შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე გაგრძელდება.
„ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ამ ეტაპზე, 9 პარლამენტის წევრმა, გადავწყვიტეთ შიმშილობის დაწყება ერთადერთი მოთხოვნით - რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ დაემუქრება საფრთხე", - განაცხადა კირკიტაძემ.
შიმშილობა გამოაცხადეს შემდეგმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.
გარდა ამისა, შიმშილობას „ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე იწყებს. ამის შესახებ ბარამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა, (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს. ამ მომენტიდან, მეც ასევე, იგივე მოთხოვნით, ვაცხადებ შიმშილობას. რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო, მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ-ის ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ“, - დაწერა ბარამიძემ
Facebook-გვერდზე.
გარდა ამისა, უკვე მე-12 დღე იგივე მოთხოვნით შიმშილობს კიდევ ერთი დეპუტატი, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 45 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.