ზალკალიანი: საქართველო არ დაიშურებს ძალისხმევას რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის

© photo: Sputnik / Ministry of Defence of Azerbaijan / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
ბრიუსელში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და არარატ მირზოიანს შეხვდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის გაძლიერების და მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული სიტუაციის დეესკალაციის მნიშვნელობა.
ბლოკ-პოსტი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
მსოფლიო დღეს
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავების მიზეზები და შედეგები– ხედვა თბილისიდან
დავით ზალკალიანმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, მომავალშიც არ დაიშუროს ძალისხმევა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.
სამშაბათს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთ მიმართულებით შეტევა დაიწყეს და ქვეყანაში შეიჭრნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდა 12 სომეხი ჯარისკაცი, განადგურდა ან მწყობრიდან გამოვიდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ათამდე ერთეული ჯავშანმანქანა. სომხური მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები, ეს მონაცემები ზუსტდება. ასევე ცნობილია, რომ სომხურმა მხარემ ორი საბრძოლო პოზიცია დაკარგა.
განადგურებული მანქანა სტეპანაკერტში - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
მსოფლიო დღეს
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება მწვავდება: მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა სამშაბათს, რომ სომხეთის საზღვარზე სიტუაცია დაძაბული რჩება, გრძელდება საბრძოლო ოპერაციები. ბაქოს განცხადებით, სომხური მხარის ქმედებებზე საპასუხოდ განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი და ნაღმტყორცნები.
საბრძოლო შეტაკებები კილისალის მთის მიდამოებში (სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი) შეწყდა მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის ბაქოელ და ერევნელ კოლეგებთან.
ყველა ახალი ამბავი
0