თბილისში ახალი სატრანსპორტო მარშრუტები ამოქმედდება

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
დედაქალაქში ავტოპარკი მიმდინარე წლის ბოლომდე სრულად მოწესრიგებული იქნება, აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თბილისის რამდენიმე უბანს ახალი სატრანსპორტო მარშრუტები დაემატება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა დანაპირებს შეასრულებს და თბილისის ავტოპარკი წლის ბოლოსთვის სრულად მოწესრიგებული იქნება. კახა კალაძემ ის კონკრეტული სატრანსპორტო მარშრუტები დაასახელა, რომლებიც თბილისის უბნებს დაემატება.

„ესაა ის უბნები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. კერძოდ 421-ე, 443-ე, 446-ე მარშრუტები, რომელიც მეტროს სადგურ „გურამიშვილიდან“ ზღვის უბანთან დამაკავშირებელი ხაზია“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, სოფელი დიღმიდან საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონებთან დამაკავშირებელი ხაზები ამოქმედდება, ასევე დიღმიდან სოფელ დიდგორსა და თელოვანთან დამაკავშირებელი მარშრუტები.
ავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
თბილისელებს ახალი მიკროავტობუსები და ავტობუსები მოემსახურება
ინგუშეთისა და მაისურაძის ქუჩაზე დაინიშნება სამარშრუტო ხაზი, რომელიც ამ ქუჩებს მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრთან“ დააკავშირებს. გარდა ამისა მარშრუტები 454 და 494 ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ 54-ე და 104-ე ხაზებს. ყველა აღნიშნულ მარშრუტზე იმოძრავებს ახალი ლურჯი მიკროავტობუსი.
ბოლო წლებში თბილისში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა, რომლის მიზანია თბილისელებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო იყოს. აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალური ავტოპარკის განახლება.
ყველა ახალი ამბავი
0