თანამგზავრის განადგურება: რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკში მოსკოვი
 მოსკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. გამოცდა კოსმოსში, რომლის შედეგადაც უკვე უმოქმედო რუსული თანამგზავრი Целина-Д განადგურდა, არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული, ხოლო მისგან წარმოქმნილი კოსმოსური ნაგავი საფრთხეს არ უქმნის კოსმოსში საქმიანობას, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

„ღონისძიება განხორციელდა საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით, მათ შორის, 1967 წლის კოსმოსური ხელშეკრულების ჩათვლით, და არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. გამოცდის დროისა და ორბიტის პარამეტრების გათვალისწინებით, მის დროს წარმოქმნილი ფრაგმენტები არ წარმოადგენდა საფრთხეს, არ აფერხებს და არანაირ სირთულეს არ უქმნის ორბიტულ სადგურებს, კოსმოსურ აპარატებსა და კოსმოსურ საქმიანობას“, — აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, „აღნიშნული ფრაგმენტები შეტანილია კოსმოსური სივრცის კონტროლის სამამულო სისტემაში და მყისიერადაა აყვანილი კონტროლზე არსებობის შეწყვეტამდე“.
 კოსმოსური სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
მსოფლიო დღეს
„უგუნური ქმედება“: რუსეთმა კოსმოსში ახალი იარაღი გამოსცადა
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთმა ორშაბათს ანტითანამგზავრული იარაღი გამოსცადა, რის შემდეგაც კოსმოსური ნაგვის ასობით ათასი ფრაგმენტი გაიფანტა, რაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ამერიკელ და რუს ასტრონავტებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გამოცდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის გეგმიური საქმიანობის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი „სხვა სახელმწიფოების უკვე არსებული და პერსპექტიული კოსმოსური საშუალებებით“ კოსმოსიდან მოულოდნელი დარტყმის აღკვეთა იყო.
ყველა ახალი ამბავი
0