მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„უგუნური ქმედება“: რუსეთმა კოსმოსში ახალი იარაღი გამოსცადა

© Roscosmos / Ivan Vagner კოსმოსური სადგური
 კოსმოსური სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. რუსეთმა ორშაბათს ანტითანამგზავრული იარაღი გამოსცადა, რის შემდეგაც კოსმოსური ნაგვის ასობით ათასი ფრაგმენტი გაიფანტა, რაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ამერიკელ და რუს ასტრონავტებს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

„რუსეთმა დაუფიქრებლად გამოსცადა ანტითანამგზავრული იარაღი ერთ-ერთ თავის თანამგზავრზე. შედეგად წარმოიქმნა კოსმოსური ნაგვის 1500-ზე მეტი მსხვილი და ასობით ათასი შედარებით წვრილი ნამსხვრევი, რაც ახლა ყველა ქვეყნის ინტერესებს ემუქრება“, — აღნიშნა პრაისმა.

ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს გამოცდის თაობაზე ვაშინგტონი წინასწარ არ გაუფრთხილებია.
რუსეთის ქმედებებით შეშფოთებულია პენტაგონიც. როგორც აშშ-ის კოსმოსური სარდლობის მეთაურმა, არმიის გენერალმა ჯეიმს დიკინსონმა განაცხადა, რუსეთის მიერ შექმნილი ანტითანამგზავრული იარაღი შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს შეერთებული შტატებისთვის.
დედამიწა თანამგზავრიდან - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
წყნარი ოკეანის თავზე რუსული სამხედრო თანამგზავრი დაიწვა
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ენტონი ბლინკენმაც.
„15 ნოემბრის მოვლენები აშკარად აჩვენებს, რომ რუსეთი, მიუხედავად განცხადებებისა, რომ კოსმოსურ სივრცეში იარაღის განთავსებას ეწინააღმდეგება, მზად არის საფრთხე შეუქმნას კოსმოსური სივრცის გრძელვადიან სტაბილურობასა და თავისი უგუნური ქმედებებითა თუ უპასუხისმგებლო ქცევებით რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყნების კვლევები კოსმოსის ათვისებასთან დაკავშირებით“, — განაცხადა ბლინკენმა.
ამასთან სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა ყველა კოსმოსურ სახელმწიფოს, გაერთიანდნენ და პასუხი გასცენ რუსეთის ქმედებებს.
ცნობილი ხდება, რომ „როსკოსმოსის“ დირექტორი დმიტრი როგოზინი სამშაბათს შეხვედრას გამართავს NASA-ს წარმომადგენლებთან, რომლებიც მოსკოვში იმყოფებიან ვიზიტით. შეხვედრის დღის წესრიგში ასევე შესულია კოსმოსური ნაგვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მიახლოების საკითხიც.
ყველა ახალი ამბავი
0