თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. რუსული სამხედრო თანამგზავრი „კოსმოს-2525“ ორბიტას ჩამოშორდა და წყნარი ოკეანეს თავზე დაიშალა, მონაცემებს აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალები სპეციალიზებულ ვებგვერდ space-track.org-ზე ავრცელებს. ამის შესახებ წერს РИА Новости.
ამერიკელი სამხედოების მონაცემებით, აპარატი დედამიწის ატმოსფეროში 1 აპრილს შემოვიდა.
მათი პროგნოზებით, აპარატის დაშლა წყნარი ოკეანეს სამხრეთი ნაწილის თავზე თბილისის დროით 8:43 საათზე მოხდა.
„კოსმოს-2525“ პლესეცკის კოსმოდრომიდან ორბიტაზე 2018 წლის მარტში მატარებელმა რაკეტამ Союз-2.1в-მ გაიყვანა. თანამგზავრის დანიშნულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.