ავღანური ბოლანი ქინძითა და მწვანე ხახვით: დეტალური ვიდეორეცეპტი გურმანებისთვის

© Pixabay / EvermoreSolutionsავღანური ბოლანი
ავღანური ბოლანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
ბოლანი — ტრადიციული ავღანური სამზარეულოს კერძია, უფრო სწორად, ნახევარმთვარის ფორმის ხმიადი, რომელიც სხვადასხვა გულსართით მზადდება — როგორც ბოსტნეულის, ისე ხორცის ფარშითაც.
ქვემოთ მწვანე ხახვისა (ან პრასის) და ქინძის ბოლანის რეცეპტს გაგაცნობთ, რომელიც საოცრად ჰაეროვანია და არომატული, შესანიშნავად ანაყრებს და არც მომზადებას მიაქვს დიდი დრო. რაც მთავარია, მინიმალური რაოდენობის ინგრედიენტი სჭირდება.
სხვა უგემრიელესი, უჩვეულო თუ ტრადიციული კერძების რეცეპტები, შეგიძლიათ ნახოთ აქ:

ბოლანის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

თეთრი ფქვილი — 500 გრამამდე;
მარილი — 2 ჩაის კოვზი;
ზეთი — 5 ჩაის კოვზი;
თბილი წყალი — 1 ან 1,5 ჭიქა;
პრასი (ან მწვანე ხახვი) — ორი საშუალო კონა;
ქინძი — მოზრდილი კონა;
შავი პილპილი — დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი;
წითელი დაფქული წიწაკა — დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი.

მომზადების წესი

აიღეთ ფქვილი, ჩაამატეთ ერთი ჩაის კოვზი მარილი, ერთი ჩაის კოვზი ზეთი, ერთი ან ჭიქა-ნახევარი თბილი წყალი (დააკვირდით, რამდენს მოითხოვს) და მოზილეთ ცომი. თუ ამისთვის მიქსერს გამოიყენებთ, როდესაც მასა ერთგვაროვანი გახდება და კარგად შეიკვრება, გადმოიღეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და კარგად ამოაგუნდავეთ.
შემდეგ ჩადეთ ცომი რამე თავდახურულ ჭურჭელში და 20 წუთის განმავლობაში დაასვენეთ;
ამასობაში კარგად გარეცხეთ პრასი (ან მწვანე ხახვი) და წვრილად დაჭერით (ან საშუალოდ დააბლენდერეთ). იგივე გაიმეორეთ ქინძის შემთხვევაშიც;
შემდეგ ორივე — პრასი (ან მწვანე ხახვი) და ქინძი ერთმანეთს შეურიეთ, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი მარილი, პილპილი და წითელი წიწაკა, ასევე ოთხი ჩაის კოვზი ზეთი და კარგად მოურიეთ;
წვნიანი კერძი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
მაროკოული სუპი ჰარირა: კასაბლანკელი ქალბატონის რეცეპტი
ამოიღეთ ცომი ჭურჭლიდან და მომცრო ნაწილებად დაყავით. დაამრგვალეთ და მერე სათითაოდ გააბრტყელეთ, სანამ კარგად არ გათხელდება;
შემდეგ თითოეულ მათგანს ნახევარზე დაადეთ ხელში გაწურული ქინძისა და პრასის ნაზავი, კარგად მოასწორეთ და გადაკეცეთ, მოუკარით პირი;
დადეთ გახურებულ, ოდნავ ცხიმმოსმულ ტაფაზე და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან.
სულ ესაა, თქვენი არომატული ბოლანი მზადაა.
შეგიძლიათ მიირთვათ მაწვნის სოუსთან ერთად, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
აიღეთ ½ ჭიქა მაწონი, ½ ჩაის კოვზი დაფქული ქინძი, 1 კბილი წვრილად დაჭრილი ან დაჭლეტილი ნიორი, ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი მარილი და კარგად შეათქვიფეთ ერთმანეთს. ამოაწეთ შიგ ბოლანი და მიირთვით გემრიელად.

ყველა ახალი ამბავი
0