მაროკოული სუპი ჰარირა: კასაბლანკელი ქალბატონის რეცეპტი

© Pexels / 奥尼尔 孙წვნიანი კერძი
წვნიანი კერძი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
მაროკოული სამზარეულო — იქ მოსახლე ხალხების, არაბების, ბერბერების, მავრიტანიელების, ებრაელებისა და სხვათა და სხვათა კულინარიული ტრადიციების ერთობლიობაა.
მაროკოული სამზარეულო მეტად მრავალფეროვანია და გემრიელიც, განსაკუთრებით გამოირჩევა სალათების სიუხვით, თუმცა არც წვნიანი კერძებია დასავიწყებელი.
ქვემოთ გაგაცნობთ სუპ ჰარირას რეცეპტს, რომელიც კასაბლანკაში საცხოვრებლად გადასულმა ერთმა პოსტსაბჭოელმა ქალბატონმა გაგვიზიარა.
აქვე შევნიშნავთ, რომ ეს წვნიანი ნამდვილად ამართლებს სახელს — „ჰარირა“ არაბულიდან ითარგმნება როგორც „აბრეშუმი“. ის მართლაც აბრეშუმივით სასიამოვნოა და გემრიელი.
სხვა გემრიელი და უჩვეულო კერძების დეტალური რეცეპტები შე გიძლიათ იხილოთ აქ>>

ჰარირას მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

ძროხის ან ცხვრის ხორცი („კარეიკა“, ანუ წელის ნაწილი) — 800 გრამი;
ნუტი (ანუ ცხვრის ბარდა) 250 გრამი;
ოსპი — 1 ჭიქა;
ბრინჯი — 1 ჭიქა;
კანგაცლილი პომიდორი — 800 გრამი;
ხახვი — ორი თავი;
ზეითუნის ზეთი — 2 სუფრის კოვზი;
კურკუმა — რამდენიც დანის წვერზე მოთავსდება;
ქინძი — ერთი კონა;
ოხრახუში — ერთი კონა;
მარილი და შავი პილპილი — გემოვნებით.

მომზადების წესი

დაასხით ბარდას (ნუტი) ცხელი წყალი და დატოვეთ, სულ ცოტა, 4 საათი მაინც.
აიღეთ დიდი ქვაბი — დაახლოებით ხუთლიტრიანი, ჩააწყვეთ შიგ დაჭრილი ხორცი და დაასხით ცივი წყალი.
ხარშეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, მერე კი წყალი გამოუცვალეთ, რომ ბევრი ქაფი არ მოიკიდოს. ისევ დაასხით წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე (გზადაგზა ქაფი მოხსენით ხოლმე), დაამატეთ მარილი და ხარშეთ არანაკლებ ერთი საათისა;
სანამ ხორცი იხარშება, დაჭერით ხახვი მომცრო ნაჭრებად და მოხრაკეთ ზეითუნის ზეთზე — სანამ ოქროსფერი არ გახდება;
წინდაწინ მოიმზადეთ პომიდორიც — კანი გააცალეთ და დაჭერით;
გარეცხეთ ოსპი და ბრინჯი;
Куриный мясной суп - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
არომატული სუპი მაკაოდან: სოპა–ალენტეჟანა — დეტალური რეცეპტი
როცა ხორცი მოიხარშება, ამოიღეთ ის ბულიონიდან და დადეთ ცალკე თეფშზე. თუ გსურთ, გამოარჩიეთ ძვლებისგან. ბულიონი გადაწურეთ (რათა ქაფი და ძვლების წვრილი ნაწილები არ შეჰყვეს), ქვაბი გარეცხეთ, ჩაასხით მასში გადაწურული ბულიონი, ჩაყარეთ ხორცი და ისევ ცეცხლზე დადგით.
ჩაამატეთ კურკუმა, მოხრაკული ხახვი, ბრინჯი, ოსპი და ნუტი, ასევე დაჭრილი პომიდორი და ხარშეთ მანამ, სანამ ყველა ინგრედიენტი მზად არ იქნება;
ცეცხლიდან გადმოდგმამდე დააყარეთ დაჭრილი მწვანილი და შავი პილპილი (მარილი უკვე ჩაყრილი უნდა გქონდეთ ბულიონში და არ დაგავიწყდეთ — ზედეტი არ მოგივიდეთ!)
გადმოდგით ცეცხლიდან და დააყოვნეთ თავდახურულ ჭურჭელში დაახლოებით ოცი წუთი.

თქვენი ჰარირა მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0