არომატული სუპი მაკაოდან: სოპა–ალენტეჟანა — დეტალური რეცეპტი

© photo : Pixabay / AnestievКуриный мясной суп
Куриный мясной суп - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
ეს უგემრიელესი და არომატული სქელი წვნიანი მაკაოს სამზარეულოს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარუალი სუპია

ის მარტივად მზადდება ყველასათვის ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან და ჯანსაღი კვების ჩამონათვალში შედის.

სხვა გემრიელი და ორიგინალური რეცეპტები შეგიზლიათ იხილოთ აქ: 

სოპა–ალენტეჟანას (იგივე სოპა-ალენტელიანას) მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • ქათმის ხორცი — 300 გ;
  • ქათმის ბულიონი — 1,5 ლ;
  • ტკბილი (ბულგარული) წიწაკა — ერთი ცალი;
  • ათქვეფილი კვერცხი — ერთი ცალი;
  • ნიორი — შვიდი კბილი (შეგიძლიათ გათვალოთ თქვენს გემოვნებაზე);
  • ხმელი პურის კუბები — 250 გ;
  • მწარე წიწაკა — საშუალო ზომის, ერთი ცალი;
  • ქინძი და შავი პილპილი — გემოვნებით;
  • ზეითუნის ზეთი — საჭიროებისამებრ.

მომზადების წესი

კარგად გარეცხილი ქათმის ხორცი მოხარშეთ მცირედ დამარილებულ წყალში — დაფნის ფოთლით, შავი და სურნელოვანი პილპილის მარცვლებით;

პომიდვრის წვნიანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2019
პომიდვრის ინდური წვნიანი: გემრიელი და იოლი კერძი წონაში სწრაფად დასაკლებად

მოხარშული ხორცი დაჭერით წვრილად;

მწარე და ტკბილ წიწაკებს მოაშორეთ თესლები და თეთრი რბილობი და დაჭერით შეძლებისდაგვარად წვრილად. შეგიძლიათ დააბლენდეროთ;

დაჭრილი წიწაკას მოასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი (დანაყილი) ნიორი, დაფქული შავი პილპილი და ქინძი;

შემდეგ ეს ნარევი სქელძირიანი ქვაბში მოათავსეთ და შუშეთ მანამ, სანამ ნიორი და ქინძი ინტენსიურ არომატს არ გამოუშვებს;  

ამის შემდეგ დაასხით ქათმის ბულიონი და მიყვანეთ ადუღებამდე;

ავარული პანკ-ჩურპა: გამაჯანსაღებელი და გემრიელი წვნიანი დაღესტნის მთებიდან>>

ცეცხლიდან გადმოდგმამდე ერთი წუთით ადრე წვენში წვრილ ნაკადად ჩაასხით კარგად ათქვეფილი კვერცხი, თან განუწყვეტლივ ურიეთ, რათა არ კორკოშელებად არ შეიკრას. თუმცა შეგიძლიათ რამდენიმე კვერცხი მთლიანად, აუთქვეფლად ჩაახალოთ სუპს და ისე ჩახარშოთ შიგ. 

როცა სუპი მზად იქნება, დაამატეთ მას ხმელი პურის კუბები, მოხარშული და წვრილად დაჭრილი ქათამი და მიიტანეთ სუფრაზე.

გემრიელად მიირთვით!
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური