https://sputnik-georgia.com/20211117/paata-burchuladzem-shimshiloba-daiwyo-262137750.html
პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო
პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით... 17.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-17T11:40+0400
2021-11-17T11:40+0400
2021-11-17T16:49+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24242/63/242426306_0:89:2000:1214_1920x0_80_0_0_245e7e113c1fe8d8dfa6b229c944bc8c.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს. მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკის გამო სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრები პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა, რაც ოპოზიციისა და უფლებადამცველების მხრიდან მწვავე კრიტიკის თემა გახდა.ბურჭულაძემ შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო. კამერების წინ ოპერის მომღერალმა ბიბლიოთეკაში ექსპონატის სახით წარმოდგენილი ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთი პიჯაკი ჩამოხსნა, ჩაიცვა და განაცხადა, რომ შიმშილობას ამ პიჯაკში ჩაცმული გააგრძელებს.პაატა ბურჭულაძემ ტელეეთერით პირდაპირ სააკაშვილს მიმართა.„ეს პიჯაკი თქვენი გაგრძელებაა და, დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ პიჯაკით მოივლით მთელ მსოფლიოს, რათა საქართველო როგორც წარმატებული ქვეყანა წარადგინოთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში. აღნიშნული რამდენიმე პიჯაკი მიხეილ სააკაშვილმა უკვე უკრაინაში ყოფნის პერიოდში გამოუგზავნა ქვეყანას, რადგან ძვირადღირებული პიჯაკები და სხვა საგნები ფიგურირებს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეში, რომლის ფიგურანტიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 28,6 ათასი დოლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი.ექს-პრეზიდენტს წარდგენილი აქვს ბრალდება დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვის მუხლით (სსკ-ის 182-ე მუხლი), ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.სააკაშვილის მრავალპროფიკურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე შიმშილობს.ოპოზიციამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, მისი გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო მოძრაობის დაწყება 8 ნოემბერს დააანონსა. მას შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავს.
https://sputnik-georgia.com/20211115/zugdidis-sakrebulos-otxma-deputatma-saakasvilis-mxardasawerad-simsiloba-gamoacxada-262093547.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24242/63/242426306_132:0:1869:1303_1920x0_80_0_0_8c935911d842bc2c6d62ae3daee4704e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს. მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკის გამო სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრები პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა, რაც ოპოზიციისა და უფლებადამცველების მხრიდან მწვავე კრიტიკის თემა გახდა.
ბურჭულაძემ შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო. კამერების წინ ოპერის მომღერალმა ბიბლიოთეკაში ექსპონატის სახით წარმოდგენილი ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთი პიჯაკი ჩამოხსნა, ჩაიცვა და
განაცხადა, რომ შიმშილობას ამ პიჯაკში ჩაცმული გააგრძელებს.
„მე მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი მაცვია და მინდა, რომ ამ პიჯაკმა გააგრძელოს ცხოვრება. მინდა ვუსურვო, რომ ამ პიჯაკმა რაც შეიძლება მალე იპოვოს თავისი პატრონი და ეს ასეც იქნება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძემ ტელეეთერით პირდაპირ სააკაშვილს მიმართა.
„ეს პიჯაკი თქვენი გაგრძელებაა და, დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ პიჯაკით მოივლით მთელ მსოფლიოს, რათა საქართველო როგორც წარმატებული ქვეყანა წარადგინოთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.
აღნიშნული რამდენიმე პიჯაკი მიხეილ სააკაშვილმა უკვე უკრაინაში ყოფნის პერიოდში გამოუგზავნა ქვეყანას, რადგან ძვირადღირებული პიჯაკები და სხვა საგნები ფიგურირებს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეში, რომლის ფიგურანტიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 28,6 ათასი დოლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი.
ექს-პრეზიდენტს წარდგენილი აქვს ბრალდება დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვის მუხლით (სსკ-ის 182-ე მუხლი), ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
სააკაშვილის მრავალპროფიკურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე შიმშილობს.
ოპოზიციამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, მისი გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო მოძრაობის დაწყება 8 ნოემბერს დააანონსა. მას შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავს.