https://sputnik-georgia.com/20211117/kriptovalutastan-dakavsirebuli-afera-saqartvelos-moqalaqes-q65-atasi-dolari-gamostyues-262163691.html
კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული აფერა - საქართველოს მოქალაქეს 165 ათასი დოლარი გამოსტყუეს
კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული აფერა - საქართველოს მოქალაქეს 165 ათასი დოლარი გამოსტყუეს
Sputnik საქართველო
საქართველოში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ფეიკ-კომპანია Market Bull LTD-ის სახელით მოქმედებდა 17.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-17T20:40+0400
2021-11-17T20:40+0400
2021-11-17T20:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251308187_0:99:3077:1830_1920x0_80_0_0_b514578ccf65d18450b4bd023ef550ca.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის მონაწილე მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ უწყების ვებგვერდზეა ნათქვამი.გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეებმა – საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა – დააფუძნეს და ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში განათავსეს შპს „მარკეტ ბულის“ (Market Bull LTD) რეკლამა. ვებგვერდ marketbull.live-ზე კომპანიის საქმიანობის სფეროდ მითითებული იყო კრიპტოვალუტის ბაზარზე ვაჭრობისას საუკეთესო პირობებით მომსახურება.აღნიშნულ ინფორმაციაზე დაზარალებულის მხრიდან დაინტერესების გამოხატვის შემდგომ, მას დაუკავშირდა კომპანიის თანამშრომელი, რომელმაც დაარწმუნა დაზარალებული, რომ „ჭკვიანურ ვაჭრობებში“ საკუთარი ფულის ჩადებით შეეძლო მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება.შეთანხმების შესაბამისად, დაზარალებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ეტაპობრივად გადასცა ფულადი თანხა 164.580 აშშ დოლარის ოდენობით, რის სანაცვლოდაც დაზარალებულის ელექტრონული საფულის ანგარიშზე გადარიცხული თანხის ეკვივალენტი კრიპტოვალუტა აისახა.პარალელურად, დაზარალებულისთვის მცდარი შთაბეჭდილებების შექმნის მიზნით, ყალბ სავაჭრო პლატფორმაზე კომპანიის წარმომადგენლები პერიოდულად აფიქსირებდნენ, რომ თითქოსდა დაზარალებულის საქმიანობა იყო მომგებიანი და მისმა მოგებამ შეადგინა 91,6 ათასი აშშ დოლარი.მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თანხის განაღდება მოინდომა, ბრალდებულმა და კომპანიის წარმომადგენელმა მოთხოვნაზე უარი განუცხადეს და პლატფორმა, სადაც დაზარალებული ვაჭრობას ახორციელებდა, გააუქმეს.ერთი თაღლითი დაკავებულია, დანაშაულებრივი ჯგუფის დანარჩენი წევრების გამოსავლენად სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნილია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობები. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20211116/uzravi-qonebis-daufleba-dakavebulia-erti-piri-262112365.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251308187_106:0:2835:2047_1920x0_80_0_0_14532e8095b793bce5c9c01e9c3af19c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული აფერა - საქართველოს მოქალაქეს 165 ათასი დოლარი გამოსტყუეს
საქართველოში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ფეიკ-კომპანია Market Bull LTD-ის სახელით მოქმედებდა
თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის მონაწილე მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ უწყების
ვებგვერდზეა ნათქვამი.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეებმა – საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა – დააფუძნეს და ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში განათავსეს შპს „მარკეტ ბულის“ (Market Bull LTD) რეკლამა. ვებგვერდ marketbull.live-ზე კომპანიის საქმიანობის სფეროდ მითითებული იყო კრიპტოვალუტის ბაზარზე ვაჭრობისას საუკეთესო პირობებით მომსახურება.
აღნიშნულ ინფორმაციაზე დაზარალებულის მხრიდან დაინტერესების გამოხატვის შემდგომ, მას დაუკავშირდა კომპანიის თანამშრომელი, რომელმაც დაარწმუნა დაზარალებული, რომ „ჭკვიანურ ვაჭრობებში“ საკუთარი ფულის ჩადებით შეეძლო მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება.
შეთანხმების შესაბამისად, დაზარალებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ეტაპობრივად გადასცა ფულადი თანხა 164.580 აშშ დოლარის ოდენობით, რის სანაცვლოდაც დაზარალებულის ელექტრონული საფულის ანგარიშზე გადარიცხული თანხის ეკვივალენტი კრიპტოვალუტა აისახა.
პარალელურად, დაზარალებულისთვის მცდარი შთაბეჭდილებების შექმნის მიზნით, ყალბ სავაჭრო პლატფორმაზე კომპანიის წარმომადგენლები პერიოდულად აფიქსირებდნენ, რომ თითქოსდა დაზარალებულის საქმიანობა იყო მომგებიანი და მისმა მოგებამ შეადგინა 91,6 ათასი აშშ დოლარი.
მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თანხის განაღდება მოინდომა, ბრალდებულმა და კომპანიის წარმომადგენელმა მოთხოვნაზე უარი განუცხადეს და პლატფორმა, სადაც დაზარალებული ვაჭრობას ახორციელებდა, გააუქმეს.
ერთი თაღლითი დაკავებულია, დანაშაულებრივი ჯგუფის დანარჩენი წევრების გამოსავლენად სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნილია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობები. საქმეზე გამოძიება გრძელდება.