https://sputnik-georgia.com/20211116/uzravi-qonebis-daufleba-dakavebulia-erti-piri-262112365.html
უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლებისთვის ბორჯომში ერთი პირი დააკავეს
უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლებისთვის ბორჯომში ერთი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 16.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-16T14:17+0400
2021-11-16T14:17+0400
2021-11-16T18:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259938783_0:302:2071:1467_1920x0_80_0_0_229b601dbf98bf879c248d3980f9ac0d.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბორჯომში „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალი ერთ პირს წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების ცნობით, 2017 წლის აგვისტოში ბრალდებულმა „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ მოიზიდავდა ინვესტორს, რომელიც ბორჯომში ასოციაციის ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას შეიძენდა მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქონება მასზე, როგორც ინვესტორისთვის სანდო პირზე გადაფორმდებოდა.ამისათვის ბრალდებულსა და „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციას“ შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელშიც მითითებული იყო, თითქოსდა ბრალდებულმა უძრავ ქონებაში 800.000 აშშ დოლარი გადაიხადა.აღნიშნულის შედეგად ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა ბორჯომში ასოციაციის კუთვნილ 4.652 კვადრატული მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.დაკავებულს ბრალი სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც ჯარიმას ან ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259938783_284:294:1854:1472_1920x0_80_0_0_69b05245e5ae3761b71170827e166a73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლებისთვის ბორჯომში ერთი პირი დააკავეს
14:17 16.11.2021 (განახლებულია: 18:03 16.11.2021) პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბორჯომში „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალი ერთ პირს წარუდგინა,
ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, 2017 წლის აგვისტოში ბრალდებულმა „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ მოიზიდავდა ინვესტორს, რომელიც ბორჯომში ასოციაციის ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას შეიძენდა მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქონება მასზე, როგორც ინვესტორისთვის სანდო პირზე გადაფორმდებოდა.
ამისათვის ბრალდებულსა და „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციას“ შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელშიც მითითებული იყო, თითქოსდა ბრალდებულმა უძრავ ქონებაში 800.000 აშშ დოლარი გადაიხადა.
აღნიშნულის შედეგად ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა ბორჯომში ასოციაციის კუთვნილ 4.652 კვადრატული მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.
დაკავებულს ბრალი სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც ჯარიმას ან ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.