https://sputnik-georgia.com/20211117/kaladzem-gamgeblebs-mkacri-gafrtxileba-misca-262147623.html
კალაძე გამგებლებს: თუ შეტყობინებებზე არ იქნება სწრაფი რეაგირება, პასუხს თქვენ აგებთ
კალაძე გამგებლებს: თუ შეტყობინებებზე არ იქნება სწრაფი რეაგირება, პასუხს თქვენ აგებთ
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები მკაცრი გააფრთხილა – ყურადღებისა და რეაგირების გარეშე არ... 17.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-17T16:16+0400
2021-11-17T16:16+0400
2021-11-17T19:33+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250142148_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_cdee443458d7dc0c34c63cb843ec4359.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები მკაცრი გააფრთხილა – ყურადღებისა და რეაგირების გარეშე არ დატოვონ მოსახლეობიდან შემოსული არცერთი ზარი.„საზოგადოება ჩვენგან უფრო მეტს ელოდება, ამიტომაც განსაკუთრებული მიდგომა გამოიჩინეთ თქვენს რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებზე. არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრისა და ინფორმაციის მიღებისთვის“, – განაცხადა კალაძემ ოთხშაბათს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. მან რაიონების გამგებლებს მოუწოდა მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაციის დამყარებისა და მათი პრობლემების მაქსიმალურად მოკლე დროში გადაჭრისკენ. მერმა მაგალითად მოიყვანა შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები გამგეობებში რეკავდნენ და პარკებში ვანდალიზმის შესახებ ინფორმაციას ტოვებდნენ, რასაც შესაბამისი პირების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.„ასეთი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მსგავს შემთხვევაზე პასუხს აგებს არა კონკრეტული თანამშრომელი, რომელიც შენიშვნას მიიღებს ან დაჯარიმდება, არამედ თქვენ, რაიონის ხელმძღვანელები“, – მიმართა კალაძემ გამგებლებს.კახა კალაძემ დედაქალაქის მერის პოსტი მეორე ვადით მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შედეგად დაიკავა.
https://sputnik-georgia.com/20211108/kaxa-kalaze-261868247.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250142148_35:146:977:853_1920x0_80_0_0_f0e40ebf41d76ce474a1b148d328c22d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები მკაცრი გააფრთხილა – ყურადღებისა და რეაგირების გარეშე არ დატოვონ მოსახლეობიდან შემოსული არცერთი ზარი.
„საზოგადოება ჩვენგან უფრო მეტს ელოდება, ამიტომაც განსაკუთრებული მიდგომა გამოიჩინეთ თქვენს რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებზე. არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრისა და ინფორმაციის მიღებისთვის“, – განაცხადა კალაძემ ოთხშაბათს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მან რაიონების გამგებლებს მოუწოდა მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაციის დამყარებისა და მათი პრობლემების მაქსიმალურად მოკლე დროში გადაჭრისკენ. მერმა მაგალითად მოიყვანა შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები გამგეობებში რეკავდნენ და პარკებში ვანდალიზმის შესახებ ინფორმაციას ტოვებდნენ, რასაც შესაბამისი პირების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
„ასეთი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მსგავს შემთხვევაზე პასუხს აგებს არა კონკრეტული თანამშრომელი, რომელიც შენიშვნას მიიღებს ან დაჯარიმდება, არამედ თქვენ, რაიონის ხელმძღვანელები“, – მიმართა კალაძემ გამგებლებს.
კახა კალაძემ დედაქალაქის მერის პოსტი მეორე ვადით მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შედეგად დაიკავა.