კახა კალაძე: სოციალური პროექტების დაფინანსება 100 მილიონი ლარით გაიზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
თბილისის მეორე ვადით არჩეულმა მერმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. მეორე ვადით არჩეული თბილისის მერი კახა კალაძე შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში ბევრი ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, ეს იქნება საპარკო არეალების მოწესრიგება–განახლება, ახალი პარკების შექმნა, ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური, ჯანდაცვითი პროგრამები, საბავშვო ბაღების მშენებლობა, ქალაქის გამწვანება და სხვ.

„გვინდა გორგასლის ქუჩაზე საავტომობილო გზა მიწისქვეშა გვირაბებში ჩავიტანოთ და მთლიანად ზემოთა სივრცე იყოს გამწვანებული ტერიტორია ბულვარის სახით, დაახლოებისთ 10 ჰა მწვანე სივრცე შეემატება ძველ თბილისს, რაც ძალიან მაგარია. საკმაოდ მასშტაბური პროექტია ტურიზმისთვის, ადგილობრივი მოსახლოებისთვის და ზოგადად ქალაქისთვის", – განაცხადა კალაძემ.

სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება 100 მლნ ლარით გაიზრდება. „ეს არის ის პროგრამები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედაქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, განსაკუთრებით, ვინც სოციალურად გაჭირვებულია", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქის მერიამ დაახლოებით 2 მლნ-მდე დახმარების თხოვნა დააკმაყოფილა.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
კალაძე წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას იწყებს: რა იქნება პირველი
„ეს იყო ოპერაციების ხარჯის ანაზღაურება, ფინანსური დახმარების გაწევა და სხვადასხვა სოციალური პროექტი", – თქვა კალაძემ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კალაძის თქმით, მერიამ მთლიანად განაახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
„გვყავს ახალი, მოწესრიგებული ავტობუსები. წლის ბოლომდე კი მიკროავტობუსები ჩანაცვლდება", – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე დედაქალაქის მერი ხელმეორედ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებით გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0