https://sputnik-georgia.com/20211103/kaladze-winasaarchevnod-gacemuli-dapirebebis-shesrulebas-iwyebs-ra-iqneba-pirveli-261749213.html
კალაძე წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას იწყებს: რა იქნება პირველი
კალაძე წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას იწყებს: რა იქნება პირველი
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით სარგებლობას 40 ათასი სოციალურად დაუცველი პენსიონერი შეძლებს. 03.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-03T14:17+0400
2021-11-03T14:17+0400
2021-11-03T17:21+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24869/07/248690701_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_ffaa65f619e6932e5d3bcb9e8f3aafd4.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. მეორე ვადით არჩეულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისელებს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„მე ვარ უკლებლივ ყველას მერი. რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად. ეს მიდგომა არ არსებობდა 2017 წლიდან მოყოლებული და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას. ჩვენ ვიწყებთ წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას“, – განაცხადა კალაძემ.მერმა აღნიშნა, რომ თბილისის საკეთილდღეოდ საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად ყველა თაობის ადამიანთან კომუნიკაციისთვის მზადაა. თბილისის მერმა დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელების მიზნით დედაქალაქის მთავრობის წევრებს კონკრეტული დავალებები მისცა. ერთ-ერთი საკითხი 2022 წლის იანვრიდან სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი ვაუჩერების გაცემის დაწყებაა. აღნიშნული პროგრამის განხორციელება მერის მოადგილეს ილია ელოშვილს დაევალა.„500-ლარიანი ვაუჩერების თემა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მომდევნო წლიდან სოციალურად დაუცველ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, წლის ნებისმიერ დროს მიიღონ ერთჯერადი ვაუჩერი და შეიძინონ საჭირო მედიკამენტები“, – განაცხადა კალაძემ.კალაძის თქმით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით სარგებლობას 40 ათასი სოციალურად დაუცველი პენსიონერი შეძლებს.30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი დეპუტატი და 20 მერი აირჩია, მათ შორის დედაქალაქის მერის პოსტი მეორე ვადით დაიკავა კახა კალაძემ.
https://sputnik-georgia.com/20211031/kaxa-kalaze-cetvis-ar-arsebobs-ori-tbilisi-261666243.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24869/07/248690701_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_fb082274c8aadb9368ac227f9431a19f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
კალაძე წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას იწყებს: რა იქნება პირველი
14:17 03.11.2021 (განახლებულია: 17:21 03.11.2021) კალაძის თქმით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით სარგებლობას 40 ათასი სოციალურად დაუცველი პენსიონერი შეძლებს.
თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. მეორე ვადით არჩეულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისელებს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა.
„მე ვარ უკლებლივ ყველას მერი. რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად. ეს მიდგომა არ არსებობდა 2017 წლიდან მოყოლებული და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას. ჩვენ ვიწყებთ წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას“, – განაცხადა კალაძემ.
მერმა აღნიშნა, რომ თბილისის საკეთილდღეოდ საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად ყველა თაობის ადამიანთან კომუნიკაციისთვის მზადაა.
თბილისის მერმა დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელების მიზნით დედაქალაქის მთავრობის წევრებს კონკრეტული დავალებები მისცა. ერთ-ერთი საკითხი 2022 წლის იანვრიდან სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი ვაუჩერების გაცემის დაწყებაა. აღნიშნული პროგრამის განხორციელება მერის მოადგილეს ილია ელოშვილს დაევალა.
„500-ლარიანი ვაუჩერების თემა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მომდევნო წლიდან სოციალურად დაუცველ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, წლის ნებისმიერ დროს მიიღონ ერთჯერადი ვაუჩერი და შეიძინონ საჭირო მედიკამენტები“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით სარგებლობას 40 ათასი სოციალურად დაუცველი პენსიონერი შეძლებს.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი დეპუტატი და 20 მერი აირჩია, მათ შორის დედაქალაქის მერის პოსტი მეორე ვადით დაიკავა კახა კალაძემ.