Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

კახა კალაძე: „ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი...“

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
კახა კალაძემ მოუწოდა ყველა თბილისელს გაერთიანებისკენ, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, და მათი გვერდში დგომის იმედი გამოთქვა
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. არჩევნები დასრულდა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დედაქალაქის, თითოეული თბილისელისა და საქართველოს მოქალაქის გამარჯვებით, განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ.
კახა კალაძე დედაქალაქის მერი მეორედ გახდება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით (დათვლილია უბნების 100%), ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურში, რომელიც ქვეყანაში გუშინ ჩატარდა, თბილისში მმართველი გუნდის კანდიდატ კახა კალაძეს მხარი ამომრჩევლების 55,603%-მა დაუჭირა, მის ოპონენტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელიას კი - 44,397%-მა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კალაძემ მელიას 52.142 ხმით გაუსწრო. აღსანიშნავია, რომ კალაძეს არჩევნები თბილისის ყველა რაიონში აქვს მოგებული.
რაც შეეხება მონაცემებს თბილისის რაიონების მიხედვით, კახა კალაძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა დიდუბეში - 58, 045% (მელია - 41,955%), ხოლო მელიას საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა გლდანში - 47,232% (კალაძე - 52,768%).
კალაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საკუთარ თანამებრძოლებს და ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და მხარი დაუჭირა მის პოლიტიკურ გუნდს.
„მინდა მივმართო ჩემს თბილისელებს – ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი. მე ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ყველგან და ყოველთვის ვიქნები თბილისში მაცხოვრებელი უკლებლივ ყველა ადამიანის მერი, თითოეული თბილისელის, თითოეული მოქალაქის, ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, მას სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებით საბოლოოდ დაასრულებს ქართულ პოლიტიკაში არსებულ დესტრუქციას, ერთმანეთისა და „ქვეყნის მტრობაში“ გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს.
„ჩვენს ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ამაში დასაკარგი დრო“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, მისი გუნდი ახალი ენერგიით და ახალი, მომავალზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული მიზნებით და მიდგომებით წარდგება საზოგადოების წინაშე და ახალი ენერგიით შეუდგება ამ ქალაქისა და ქვეყნის საქმის კეთებას.
ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
„სხვა არჩევანი არ გვაქვს“ - ქართული ოპოზიცია პროტესტის ახალი ტალღისთვის ემზადება
„ამ მიზნების მისაღწევად კი ჩვენ თითოეული თქვენგანის თანადგომა, ენერგია და გამოცდილება გვჭირდება. ჩვენ, ყველა თბილისელი, საქართველოს ყველა მოქალაქე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის უკეთესი მომავლის საშენებლად. მე ამ საქმისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ამ საქმეში თითოეული თქვენგანის გვერდში დგომის იმედი მაქვს, რადგან ერთად შეუძლებელს შევძლებთ“, - განაცხადა კალაძემ.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი ლიდერობს. დანარჩენ 19 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში უპირატესობა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატების მხარესაა.
ყველა ახალი ამბავი
0