https://sputnik-georgia.com/20211117/dgeidan-mwvane-pasportis-chamotvirtva-shesazlebelia-262158331.html
დღეიდან ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ
დღეიდან ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ
Sputnik საქართველო
ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი 15 ნოემბერს აღიარა. 17.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-17T18:49+0400
2021-11-17T18:49+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259739298_0:0:3416:1923_1920x0_80_0_0_843734c1e7e3128f1ce9a2dbe6d34a12.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან შეუძლიათ კოვიდ-პასპორტის Georgia e-Health აპლიკაცია App Store-დან ან Google Store-დან გადმოწერონ.საქართველო შეუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სისტემას, რომელშიც ამჟამად 49 მონაწილე ქვეყანა შედის. საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატები ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების და PCR-ტესტირების შესახებ ამ საერთო სივრცეში იმოქმედებს.აღნიშნული აპლიკაცია მიერთებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორ – იმუნიზაციის ბაზასთან და Covidlab-ბაზასთან, სადაც რეგისტრირდება ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები.გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით, რომელშიც წარმოდგენილია QR–კოდიც, მოქალაქე თავისი სტატუსის შემოწმებას შეძლებს. აქ ელექტრონულად ინახება მთელი ინფორმაცია ადამიანზე – ვაქცინაციის, PCR–ტესტირების და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ. მას, ვისაც სმარტფონი არ აქვს, QR–კოდის მქონე „მწვანე პასპორტის“ მიღება შეუძლია იუსტიციის სახლში.კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ უვადოდ გაიცემა. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ადრე აიღეს კოვიდ-პასპორტი, მათ ის უნდა განაახლონ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე.საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის იმოქმედებს.1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას გარკვეულ ობიექტებში: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, თეატრები, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა პერსონალზე.
https://sputnik-georgia.com/20211110/r0g0r-unda-miiros-ucxoelma-mwvane-pasporti-saqartvelosi-261936516.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259739298_513:0:3244:2048_1920x0_80_0_0_1b857d48ef435297536d3d5be9112632.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
დღეიდან ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ
18:49 17.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი 15 ნოემბერს აღიარა.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან შეუძლიათ კოვიდ-პასპორტის Georgia e-Health აპლიკაცია App Store-დან ან Google Store-დან გადმოწერონ.
საქართველო შეუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სისტემას, რომელშიც ამჟამად 49 მონაწილე ქვეყანა შედის. საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატები ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების და PCR-ტესტირების შესახებ ამ საერთო სივრცეში იმოქმედებს.
აღნიშნული აპლიკაცია მიერთებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორ – იმუნიზაციის ბაზასთან და Covidlab-ბაზასთან, სადაც რეგისტრირდება ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით, რომელშიც წარმოდგენილია QR–კოდიც, მოქალაქე თავისი სტატუსის შემოწმებას შეძლებს. აქ ელექტრონულად ინახება მთელი ინფორმაცია ადამიანზე – ვაქცინაციის, PCR–ტესტირების და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ.
მას, ვისაც სმარტფონი არ აქვს, QR–კოდის მქონე „მწვანე პასპორტის“ მიღება შეუძლია იუსტიციის სახლში.
კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ უვადოდ გაიცემა. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ადრე აიღეს კოვიდ-პასპორტი, მათ ის უნდა განაახლონ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე.
საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის იმოქმედებს.
1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას გარკვეულ ობიექტებში: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, თეატრები, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა პერსონალზე.